Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეკვადორში განიხილავენ კანონპროექტს გაუპატიურების შემთხვევაში აბორტის შესახებ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-03-05

ეკვადორში აბორტი, გარდა ორი შემთხვევისა - თუ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თუ ორსულობა დადგა ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალის გაუპატიურების შედეგად- არის აკრძალული.

 

2019 წლის იანვარში, ეკვადორის ეროვნულმა ასამბლეამ დაიწყო განხილვა კანონპროექტის აბორტის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით აბორტი დაშვებული გახდება გაუპატიურების, ინცესტისა და იძულებითი ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევებში.

 

თუ კანონი მიღებული იქნება, ეკვადორი შეუერთდება სხვა ლათინო ამერიკულ ქვეყნებს, რომლებმაც დაუშვეს აბორტი გაუპატიურების შემთხვევაში (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, პანამა და მექსიკა).
რეგიონის სხვა ქვეყნებში- ჰონდურასი, ნიკარაგუა და ელ სალვადორი- აბორტები აკრძალულია უპირობოთ.

 

ეკვადორში აბორტის შესახებ კანონი 1938 წელს იქნა მიღებული. 2013 წელს ეროვნულმა ასამბლეამ განიხილა აბორტის ლეგალიზაციის საკითხი გაუპატიურების შემთხვევაში, თუმცა კანონი არ იყო მიღებული.

 

სტატისტიკის მიხედვით, ეკვადორში ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის 14 000 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 718 შემთხვევა 10 წლის გოგონების გაუპატიურებას ეხებოდა.

 

ეკვადორის გენერალური პროკურატურის სტატისტიკის მიხედვით, 2008-დან 2018 წლამდე 20 000-ზე მეტი გოგო 14 წლამდე ასაკში გახდა დედა.

 

2013 წლიდან 2018 წლამდე ქალთა უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებით, აბორტისთვის ქვეყანაში 300-ზე მეტი ქალი დაისაჯა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker