Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი მეორე საპარლამენტო კომიტეტმა დაუჭირა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-02-25

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმაც დაუჭირა.

 

კანონპროექტი კომიტეტს უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა წარუდგინა.

 

კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი 2019 წლის 18 თებერვალს დაუჭირა. 19 თებერვლიდან კი, სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად მიიჩნევა.

 

საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.

 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში განისაზღვრება და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში და საჯარო სივრცეში დარეგულირდება.

 

საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს.

 

შრომის კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება:
"სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს".

 

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ კოდექსში ასევე განისაზღვრება სექსუალური შევიწროების ცნება საჯარო სივრცეში, რაც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრავს სანქციებს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლები შეადგენენ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამის ოქმს, საბოლოო გადაწყვეტილებას, სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით, მიიღებს სასამართლო.

 

სექსუალური შევწიროების შემთხვევის წინააღმდეგ დაზარალებულს ორი მექანიზმი აქვს: მიმართოს სახალხო დამცვველს ან სასამართლოს. სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს და თავისი მანდატის ფარგლებში, ფიზიკური თუ იურიდიული პირის, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტის მიმართ გამოსცემს რეკომენდაციას. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ომბუდსმენი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება, თუ მათ არ გაიზიარეს ან არ უპასუხეს მის რეკომენდაციას.

 

 

სახალხო დამცველი ასევე უფლებამოსილი იქნება თავის ანგარიშებში მიუთითოს დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია. ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, კანონით ვალდებული იქნება განიხილოს რეკომენდაცია და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს შედეგები ომბუდსმენს.

 

სანქციები

 

■ სექსუალური შევიწროება — საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით;

 

■ იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.


 

„სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მივესალმებით, უფრო მეტიც ჩვენი აქტიური მონაწილეობით მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება და შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის კანონი, როგორც კი მიღებული იქნება, ეფექტიანად აღასრულოს, კომპეტენციის ფარგლებში" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მეტროს სადგურებში შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%). ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker