Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად, საუდის არაბეთის ელჩად აშშ-ში ქალი დაინიშნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-02-25

საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბინ აბდელ აზიზ ალ საუდიმ, პრინცესა რიმა ბინტ ბანდარ ბინ სულტანი, აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დანიშნა. ინფორმაციას, სამეფოს ბრძანებაზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

პრინცესა რიმა პრინც ბანდარის ქალიშვილია, რომელიც 1983-დან 2005 წლამდე ვაშინგტონში საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო. პრინცესამ უმაღლესი განათლება აშშ-ში ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მიიღო. 2014 წელს, პრინცესა ჟურნალ Forbes- ის მონაცემებით, არაბულ სამყაროში 200 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში შევიდა. აშშ-ში ელჩად დანიშვნამდე ის სპორტის გენერალური ფედერაციის ხელმძღვანელის წარმომადგენლად მუშაობდა, სადაც სპორტში ქალთა მონაწილეობის და გაძლიერების მიმართულებას უჭერდა მხარს.

 

მანამდე, საუდის არაბეთის მეფემ აშშ-ში ელჩის თანამდებობიდან თავისი ვაჟი, ხალედ ბენ სალმანი გაათავისუფლა და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker