Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თურქმენეთში ქალებს მასიურად ართმევენ მართვის მოწმობებს

Category: Gender in the world 
2019-02-19

აშხაბადის პოლიცია (თურქმენეთი) ატარებს მძღოლების, პირველ რიგში კი ქალების შემოწმებას და ნებისმიერი საბაბით ართმევს მათ მძღოლის მოწმობებს. ამის შესახებ წერს "რადიო Azatlyk".

 

პუბლიკაციის თანახმად, ერთ დღეში ავტოსადგომზე 90-დან 120 ავტომანქანა იყო გადაყვანილი, რომლის საჭესთან ქალები ისხდნენ.

 

"დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ პოლიციის ქმედებები მიზნად ისახავს აიძულონ ქალები  რომ მართვაზე უარი თქვან," - წერს გაზეთი.

 

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთ ქალ მძღოლს მოწმობა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ ქონის გამო  ჩამოერთვა.
ქალებს ასევე აუკრძალეს მანქანით ქალაქის ცენტრში განლაგებულ ქუჩებზე მოძრაობა. გარდა ამისა, ავტომანქანების გამოყენება აეკრძალათ სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე ქალებსაც.

 

2017 წლის დეკემბერში თურქმენეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალებს აეკრძალათ საჭესთან დაჯდომა. ამ აკრძალვის დარღვევის გამო, საგზაო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ ქალებისათვის ჯარიმის გამოწერა.

 

2018 წლის იანვრიდან კი აკრძალვის დარღვევის გამო პოლიციის თანამშრომლები ქალებს მართვის მოწმობას ართმევენ, ავტომანქანები კი სადგომზე გადაჰყავთ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ასეთი აკრძალვის აუცილებლობა თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მონაცემებმა გამოიწვია, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ავარიების უმეტესობა ქალი მძღოლების გამო ან მათი მონაწილეობით ხდება. შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა  შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა "სიტუაციის გამოსწორება".

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker