Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

დაკარგული ბავშვობის ქვეყნები, სადაც მცირეწლოვანებს მუშაობას აიძულებენ

Категория: Интересное 
2019-02-01

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია აკრძალულია. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ბავშვები მუშაობენ ქარხნებში, ფაბრიკებსა და ფერმებში.

 

დღესდღეობით, 250 მილიონზე მეტი არასრულწლოვანი მუშაობს ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, ხოლო 15 წლამდე ასაკის 111 მილიონი ბავშვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოებს ასრულებს. არასრულწლოვნებს აიძულებენ პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის სფეროში მუშაობას. ხშირია შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა ჩართულობა.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 153 მილიონი ბავშვი მუშაობს აზიის ქვეყნებში, 80 მილიონი აფრიკაში, დარჩენილი 17 მილიონი კი სამხრეთ ამერიკაში. ბავშვების 69% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათ აიძულებენ თამბაქოს, ბამბის, ბრინჯისა და კაკაოს ნაყოფის კრეფას.

 

 

 

ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის კუთხით ლიდერი მიანმარია, ის ასევე გავრცელებულია: ინდოეთში, ბრაზილიაში, ბანგლადეშში, ჩინეთში, ფილიპინებზე, ნეპალში, სომალიში, ჩრდილოეთ კორეაში, შრი-ლანკაში, ავღანეთსა და პაკისტანში.

 

მიანმარში, ყოველი მესამე 7 წლის ბავშვიდან ერთი მუშაობს და ყველაზე მძიმე შრომას ეწევა. ბავშვებს ჯარში დამლაგებლებად და მტვირთავებად, სამხედრო ოპერაციებში კი „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ. მცირეწლოვანებს აიძულებდნენ განაღმვით სამუშაოებშიც მიეღოთ მონაწილეობა.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიაღწიეს იმას, რომ ქვეყანაში აიკრძალა ბავშვთა შრომა, თუმცა დღეს, 500 ათასი (!) არასრულწლოვანი საშიშ სამუშაოებს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა გოგონაა, რომელიც 8 წლის ასაკში მშენებლობაზე არის დაკავებულები.

 

 

მუშაობა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებაში. სტატისტიკის მიხედვით, მიანმარის არასრულწლოვნების 40% -ი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ დადის. ითვლება, რომ ბავშვს ძალიან გაუმართლა, თუ მშობლებმა ის სხვა ქვეყანაში მონობაში გაყიდეს.

 

 

 

ერიტრეა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. ქვეყანაში ბავშვთა შრომა სავალდებულოა საკანონმდებლო დონეზე. სწავლის გარდა, ბავშვებმა უფროსებთან ერთად წელიწადში მინიმუმ ორი თვე უნდა იმუშაონ.

ერიტრეაში ფიქსირდება მონათვაჭრობისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი დონე.

 

 

 

კონგოში,  კობალტის საბადოებში, რომელიც ელექტრო მოწყობილობების ნაწილებისთვის გამოიყენება, 4 წლის ბავშვები მუშაობენ. როგორც ცნობილია, კობალტი გამოიყენება სმარტფონების, ნოუთბუქების ელემენტებში და დიდი ოდენობით მოიპოვება კონგოში.
ბავშვებს საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა და ისინი დღეში 1-2 დოლარს  იღებენ.
გაეროს მონაცემებით, ამ სფეროში დაახლოვებით 40,000 ბავშვია დაკავებული.

 

 

 

 

ინდოეთში, არასრულწლოვნები მუშაობენ ოქროს მოპოვების სფეროში, კაკაოს შეგროვებასა და სამკერვალოებში. ზოგიერთი ღარიბი ოჯახი თავის ბავშვებს 5 წლის ასაკში მონობაში ყიდის.
2013 წელს ინდოეთმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვთა შრომას 14 წლამდე, თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებს შეუძლიათ იმუშაონ ოჯახთან ერთად. პრაქტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი მცირეწლოვანი კვლავაც მუშაობს, როგორც მიმტანი, მზარეული, მკერავი და გამყიდველი.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთში გოგონები დაახლოებით 15 ცენტს გამოიმუშავებენ ერთ საათში სამკერვალო სფეროში. მათი ასაკი 17 წელს არ აღემატება და უმრავლესობა 10 წლისაა.

 

 

 

ბანგლადეშში, 18 წლამდე ასაკის მცხოვრებთა 56%–ი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (ყოველდღიურად ისინი 1 აშშ დოლარ გამოიმუშავებენ). ბავშვი 12 საათიანი სამუშაოს შემდეგ გასამჯელოს საშუალოდ 1 დოლარს და 70 ცენტს იღებს. ამ ქვეყანაში ბავშვებისთვის სკოლაში სიარული დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

 

 

ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვთა 4.2%-ია ჩართული. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით კი, ბავშვთა შრომა გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა – მისი არამიზნობრივად გამოყენება ქვეყანაში 20% აღემატება.

 

საქართველოში ხშირია ბავშვთა შრომის გამოყენების ფაქტები როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, რის გამოც ბავშვებს სკოლის გაცდენა, ჩამორჩენა, სწავლისთვის თავის დანებება უწევთ. სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წელს სკოლა, შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო, არც მეტმა და არც ნაკლებმა, 1165-მა ბავშვმა მიატოვა.

 

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Правительство Бельгии впервые возглавила женщина

Впервые главой столицы Колумбии избрана женщина

Канцлером Австрии впервые станет женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker