Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების დასაქმებისა და შშმ პირთა გადამზადების პროექტებს იწყებს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-02-01

ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების დასაქმებისა და შშმ პირთა გადამზადების პროექტებს იწყებს. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა და ორ ეტაპიანია პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

 

პირველი პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხს. კვალიფიკაციის ამაღლების გზით ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას, მათ რეალიზებას. ამისთვის შეექმნებათ ხელსაყრელი პირობები.

 

მეორე პროექტი ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების მიერ  მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისთვის ხელშეწყობას. კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება და თანადაფინანსება ხელს შეუწყობს მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ და გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, რაც თავის მხრივ უზრუნველჰყოფს დასაქმებას და მათთვის  სოციალური ფონის  გაუმჯობესებას.

 

"ქუთაისის მერიაში, წელს გვაქვს სიახლე, ვაცხადებთ მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას. ამ პროგრამის განხორციელება ორ ეტაპიანია, პირველ ეტაპზე ვაცხადებთ კონკურსს ორგანიზაციის შესარჩევად რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს მინიმუმ სამი მრავალშვილიანი ოჯახისათვის ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობას, ან არსებულის გაფართოებას, მათ გადამზადებას, პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობას და მონიტორინგს. ამ შემთხვევაში შევარჩევთ მხოლოდ ერთ ორგანიზაციას, ჩვენი პროგრამის მოცულობა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის კუთხით წარმოადგენს 33 000 ლარს და ამ თანხაში ორგანიზაციამ თანადაფინანსებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს ოჯახების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

 

ქუთაისის მერის მოადგილედ  ნინო თვალთვაძე 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა. ის არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალსა და ორგანიზაცია „LDI საქართველოს“.

 

 

დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ სოციალურ საკითხთა სამსახურში (მის: ნ.დუმბაძის ქ.N61);

ვებ გვერდზე  www.kutaisi.gov.ge  საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად

სოციალურ საკითხთა სამსახურის  ელექტრონულ ფოსტაზე - socialuri.kutaisi@Kutaisi.gov.ge

საკონტაქტო პირი - ხათუნა ხორხომელიძე +995595449930.

 

 

 

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker