Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Category: Events 
2019-01-30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, 4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაციას imedinews.ge-ი ავრცელებს.

 

ბარკალაიას თქმით, შიდა მოკვლევის შედეგად, ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხილმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოც. მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ, როგორც დამსაქმებლებმა, ისინი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და შესაბამისი მასალები შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ დამატებითი რეაგირებისთვის", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 

"თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც, მათ შორის მინისტრიც",- განაცხადა თამარ ბარკალაიამ

 

4 წლის გოგო საკუთარ სახლში 22 იანვარს იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს მისი დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმის მიმდინარეობის პროცესში ქალს ბრალი დაუმძიმდეს.
 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker