Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ავღანელი კაცები ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანაში ქალებს ძალიან ბევრი უფლებები მისცეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-01-30

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ავღანელი კაცები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გენდერულ თანასწორობას. გამოკითხულ კაცთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ ქალებს ქვეყანაში ძალიან ბევრი უფლებები გააჩნიათ.

 

კვლევა ჩატარდა 2000 რესპონდენტს შორის და მისი ავტორები არიან U.N. Women–ი და Promundo. კვლევის შედეგებმა ქალთა უფლებადამცველებში შეშფოთება გამოიწვია, რადგან მან ქვეყანაში ქალთა მიმართ მზარდი უარყოფითი განწყობების საგანგაშო ნიშნები გამოავლინა.

 

კვლევის თანახმად, გამოკითხულ კაცთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ქორწინებაში მყოფ ქალებს უნდა ჰქონდეთ სახლის გარეთ მუშაობის უფლება, ხოლო კაცთა ორი მესამედი ფიქრობს, რომ ქალები „ძალიან ემოციურები“ არიან იმისათვის, რომ გახდნენ ლიდერები.

 

Promundo–ს  ექსპერტები თვლიან, რომ რესპონდენტების ასეთი პასუხები განპირობებულია თალიბების იდეოლოგიის გავლენით,  ძალაუფლების დამკვიდრების სურვილით, უმუშევრობის მაღალი დონით, არასტაბილურობით ამ ომისა და სიღარიბის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში.

 

ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ქალთა მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ავღანელმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირდა.

 

 

თუმცა, პროგრესის გზით მიმავალი ქვეყნის განვითარება სამოქალაქო ომმა შეაჩერა, რეჟიმის ცვლამ კი ავღანეთის სოციალურ-პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესის მიღწევები სულ მთლად გააცამტვერა.

 

ქვეყანაში გენდერულ თანასწორობას უკანასკნელი, გამანადგურებელი დარტყმა ხელისუფლებაში თალიბების მოსვლამ მიაყენა – შუასაუკუნეების რეჟიმის დამყარებამ, რომელიც შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გაგებას ეფუძნებოდა.

 

 

მათ ქალებს „შარიათის კანონები“ მაშინვე თავს მოახვიეს, თუმცა ეს ყველაფერი „გენდერულ აპარტეიდს“ უფრო ჰგავდა.

 

ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა ყველა სკოლა. ქალებს ყველა უფლება ჩამოერთვათ, რის მოსაპოვებლადაც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ. მათ საკუთარი სახლიდან მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გასვლაც კი აეკრძალათ. აკრძალვები ჩაცმულობაზეც სათანადოდ აისახა: ქალი თავით ფეხებამდე შეიფუთა ჩადრსა და ფარანჯაში.

 

 

თალიბანის დამხობის შემდეგ, ათასობით ავღანელ გოგონას სკოლაში სწავლის უფლება მიეცა, ქალებისთვის კი პარლამენტში 20%-იანი კვოტა დაწესდა. ქალებმა ისევ დაიწყეს მუშაობა შეიარაღებულ ძალებში, ქაბულის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შეფი ქალი გახდა.

 

 

მიუხედავად ამისა, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანა მაინც გაცილებით ჩამორჩენილია, ვიდრე წინა საუკუნეში.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, ავღანეთი ადამიანებით, უპირველესად ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება. ეს ქვეყანა ასევე მსოფლიოში  ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 44 წელია.

 

ქალთა მაღალი სიკვდილიანობის, სამედიცინო სერვისებზე წვდომის არქონისა და ეკონომიკური უფლებების არარსებობის გამო, ავღანეთი ქალების სიცოცხლისთვის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე საშიშ ადგილად სახელდება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker