Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

Category: Trafficking 
2019-01-30

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) აქვეყნებს ანგარიშს ტრეფიკინგის შესახებ, რომელიც მომზადდა მსოფლიოს 142 ქვეყნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

ახალი ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანით ვაჭრობა ხდება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა ფორმით. მსოფლიოს მასშტაბით ტრეფიკინგის მსხვერპლი ასობით ათასი ადამიანი ხდება. მათ ყიდიან სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის ან ორგანოებით უკანონო ვაჭრობის მიზნით.

 

აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტრეფიკინგის შემთხვევების უმრავლესობა სექსუალურ ექსპლუატაციას უკავშირდება, ცენტრალურ აზიაში კი იზრდება შრომითი ექსპლუატაციის მაჩვენებლები. ბოლო წლებში რუსეთი და ყაზახეთი დანიშნულების ქვეყნებად გადაიქცნენ, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხრეთ ამერიკასა და აზიაში.

 

ანგარიშის თანახმად, გამოვლენილ მსხვერპლთა 30%– ბავშვია, ხოლო თითქმის 70% ქალი და არასრულწლოვანი გოგონა.

 

გლობალური მასშტაბით, სექსუალური ექსპლუატაცია ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% შეადგენს. დაზარალებულთა 34% გაიყიდა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით. გარდა ამისა, ზოგიერთ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში  გავრცელებულია გოგონებით ვაჭრობა ქორწინების მიზნით. ტრეფიკინგის შემთხვევები ბავშვების უკანონო გაშვილების მიზნით  ხშირია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

 

სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ადამიანებს ძირითადად დანაშაულის ჩადენასა და მათხოვრობას აიძულებენ. ჩრდილოეთ აფრიკაში, ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, აღინიშნება ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

 

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, UNODC –ის ინფორმაციით 25 ქვეყანაში 700 ადამიანი გახდა ორგანოებით ვაჭრობის მსხვერპლი, ხოლო თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების 5%-დან 10%–დე ხდება უკანონოდ მიღებული ორგანოების გამოყენებით.

 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდი მასშტაბით ადამიანით ვაჭრობა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ხდება, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლები ძირითადად ქალები და ბავშვები ხდებიან.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2014–დან და 2017 წლის სექტემბრამდე ტრეფიკინგის 63 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ პერიოდში ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 14 ადამიანია დაკავებული. მათი უმრავლესობა ქალი იყო (9). ტრეფიკინგის ბრალდებით კი 15 ადამიანი გაასამართლეს, რომელთაგან 10 ქალი იყო. ყველაზე მეტი მსჯავრდებული საქართველოსა და უზბეკეთიდან იყო, ასევე გასამართლებულთა შორის იყვნენ ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.

 

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ზრდასრული ადამიანია და სხვა რეგიონებთან შედარებით, არასრულწლოვან მსხვერპლთა რაოდენობა შედარებით დაბალია. მსხვერპლთა შორის, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, უფრო მეტი ქალია, ვიდრე კაცი, გარდა სომხეთისა და მოლდოვის. ბელარუსის, უკრაინისა და მოლდოვის მონაცემებით, ამ ქვეყნებში, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლთა 97% ქალია. რაც შეეხება შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლებს – 76% კაცები არიან.

Source 

Tags: ადამიანით

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

Chicago heads to the polls to elect city's first black woman as mayor

Lebanese women hail first female Arab interior minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

Newly-resurfaced video of Allison Mack purportedly shows how she tried to lure women into alleged sex cult

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker