Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ღმერთის სახელით: აკრძალვის მიუხედავად ინდოელ გოგონებს აიძულებენ რიტუალურ სექსუალურ მომსახურებას

Category: Gender based violence 
2019-01-23

ინდური ტრადიცია დევადასი, ტაძრის პროსტიტუცია, კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ ინდოეთში, მიუხედავად იმისა, რომ 1988 წლიდან ის კანონით აიკრძალა.  

 

ინდოეთის მთავრობა ყოველ ღონეს იყენებს, რომ ბოლო მოუღოს დევადასის ტრადიციას, თუმცა ეს მიზანი ჯერჯერობით მაინც მიუღწეველი რჩება.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დევადასად „კურთხევის“ სახალხო ცერემონიები აღარ ტარდება, ამ რიტუალს ფარულად ატარებენ და „ღვთის მეუღლეთა“ რიგებს ყოველწლიურად 15 ათასამდე ინდოელი გოგონა ემატება. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც  ინდოეთის ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ  და ტატას სოციალურ– მეცნიერებათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

 

 

 

ანგარიშის მიხედვით, დევადასის სისტემა იწვევს გოგონათა სექსუალურ ექსპლუატაციას და მონობას, ხოლო ინდოეთის შტატ კარნატაკის რაიონებში, სადაც ეს ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული, ის პრაკტიკულად არაკონტროლირებადია.

 

 

 

ინდოეთში დევადასად (სანსკრიტზე „ღვთის მსახურები”) კურთხევის რიტუალი ჯერ კიდევ ძვ. წ. პირველ საუკუნეში არსებობდა და განსაკუთრებით გავრცელდა შუა საუკუნეებში.

 

წინად დევადასების დიდი ნაწილი საუკეთესო და უმდიდრესი ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები. სპეციალურ სატაძრო სკოლებში ასკეტურად მცხოვრები გოგონები თავიანთი სპეციფიკური მოვალეობების შესრულებას სწავლობდნენ. მათ აქ საკულტო რიტუალების შესრულებას, ცეკვას, სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, დახვეწილ მანერებს და აგრეთვე სიყვარულის ხელოვნებას ასწავლიდნენ. ასეთი განათლება მათ მაღალ რეპუტაციას უზრუნველყოფდა. თუმცა შემდგომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

 

 

 

დღეს ტაძარი გოგონებს ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან ყიდულობს, მაგრამ უმეტესად მშობლებს შვილები ტაძრებში თვითონვე მიჰყავთ. გოგონებს უტარდებათ „საქორწინო” ცერემონიალი ინდუისტურ ღმერთებზე დასანიშნად. ოჯახები კი, გარდა არასასურველი გოგონებისგან გათავისუფლებისა, იმედოვნებენ, რომ მათი ძღვენი დაამშვიდებს ღვთაებას და სარგებელს მოუტანს მათ.

 

ფულის საფასურად გოგონა ეწევა პროსტიტუციას, ხოლო გასამრჯელო ხმარდება ტაძრის კეთილმოწყობასა და საჭიროებას. ზოგიერთი გოგონა 2-3 წლის ასაკში გადის ამ რიტუალს, ხოლო მას შემდეგ, როცა გოგონა სქესობრივ სიმწიფეს აღწევს, სექსუალური მომსახურება ნებისმიერ კაცს უნდა გაუწიოს.

 

სატაძრო მხევლები ექსპლუატაციას განიცდიან მანამდე, სანამ მღვდლებს არ მობეზრდებათ ისინი, შემდეგ კი ხასებად მიჰყიდიან მათ, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. ბოლოსდაბოლოს, გოგონებს (და ბავშვებს, რომლებიც მათ ჩაესახათ) ყრიან ქუჩებში, სადაც ყოველგვარ ფასად გააქვთ თავი. არიან რა კვლავ „ღმერთებზე გათხოვილნი”, მათ არა აქვთ უფლება იქორწინონ ვინმეზე. უმრავლესობა იძულებით ბორდელში ხვდება, და მათი განმასხვავებელი სამაჯურები და სამკაულები მიანიშნებენ პირველდაწყებით, სატაძრო მეძავების სტატუსზე.

 

დღეს, დაახლოებით 70 000 დევადასი მხოლოდ კარნატაკის შტატშია და 250 000 მთელ ინდოეთში.

 

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker