Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტაბულას ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ GIPA/FRIEDMAN-ის პრიზი მიიღო

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-01-22

ტაბულას ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე ჯიპა-ფრიდმანის პრიზით დაჯილდოვდა. მას ჯილდო საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის გადაეცა, სტატიისთვის - "სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ჰყვებიან ქალები  ზვიად დევდარიანზე".


საპრიზო ფონდი 1500 ევრო ხუთ გამარჯვებულზე განაწილდა. გარდა ამისა, ჟიურიმ წამახალისებელი პრიზით ორი საუკეთესო ნაწარმოები გამოარჩია:


1.ჯიპა-ფრიდმანის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევრისთვის - "აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები", პოსტსკრიპტუმი, რუსთავი;

 

2.საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისთვის - "სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან", გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;

 

3.საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისთვის - "როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთერთმეტეკლასელის მკვლელობის საქმეში - კურიერის ექსკლუზიური კადრები", რუსთავი 2;

 

4.ჯიპა-ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი "საზიარო წყლები", ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი;

5.ჯიპა-ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისთვის "სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ჰყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე", ტაბულა.

 

6.ჯიპა-ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისთვის "1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია", ჩაიხანა.

 

7.ჯიპა-ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა გიორგი გირკელიძე ნამუშევრისთვის "შავაძეების საქმე - რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში", გურია ნიუსი

 

ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში 2012 წელს დაარსდა.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker