Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დემოკრატი სენატორი კამალა ჰარისი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

Category: Gender in the world 
2019-01-22

2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ახალი კანდიდატი გამოჩნდა. კალიფორნიის დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ Huffpost-ი წერს.

 

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გასახმოვანებლად 54 წლის იურისტმა ტელეკომპანიის "ეი-ბი-სი" პროგრამა "დილა მშვიდობის ამერიკა" შეარჩია. "მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს ის მომენტია, როცა პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ვიბრძოლო იმისთვის, რაც ჩვენში საუკეთესოა" - განაცხადა კამალა ჰარისმა.

 

დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ვარსკვლავი სენატორობამდე კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო. მანამდე ის სან-ფრანცისკოს გენერალურ პროკურორად მსახურებდა. 2016 წლის სენატორობის კამპანიის დროს, ჰარისის მთავარი პლატფორმა სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საშუალო კლასისთვის საგადასახადო შეღავათები, საყოველთო ჯანდაცვის რეფორმა და იმიგრაციის პრობლემები იყო.

 

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ჰარისმა საკუთარი კანდიდატურის გამოცხადება ფედერალურ დღესასწაულს, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს დაამთხვია. ის თავადაც შერეული რასის წარმომადგენელია, იამაიკიდან და ინდოეთიდან ემიგრირებული მშობლების შვილი.

 

პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი კრიტიკოსი დემოკრატებიდან მეხუთეა, რომელსაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დასახელება სურს.

 

ელიზაბეთ უორენმა, კირსთინ ჯილაბრანდმა, ტულსი გაბარდმა და ჯონ დელეინმა კამალა ჰარისის მსგავსად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

 

 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker