Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ისლანდიამ უკანონოდ ცნო არათანაბარი ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის

Category: Gender in the world 
2019-01-14

ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ, როგორ ანაზღაურებენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას.

 

2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურებს შრომას სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად.

 

თუ დამსაქმებლებმა ეს არ გააკეთეს, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს დღეში 500 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.

 

2017 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიკტსონმა განაცხადა, რომ ისლანდია 2022 წლამდე აღმოფხვრიდა გენდერულ უთანასწორობას შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისით.

 

ისლანდიაში ადრევე დანერგეს კვოტირების მეთოდი. ეს გულისხმობს, რომ კომპანიაში, რომელსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებულების მინიმუმ 40%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.

 

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ისლანდია, რომლის მოსახლეობა 323 000 ადამიანს არ აღემატება,  უკვე მეცხრე წელია პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგადაა დაცული გენდერული ბალანსი. ამის მიუხედავად, ქალები აქაც კი 14%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ კაცებთან შედარებით.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker