Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნინო ლომჯარიამ 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა

კატეგორია: მოვლენები 
2018-12-07

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო.

 

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე შესწავლილი ფაქტიდან უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები წარმოადგენს.

 

ომბუდსმენის შეფასებით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლების დაცვა. არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფრო ეფექტურს გახდიდა სახალხო დამცველის მანდატს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან.

 

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ  2018 წელს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვით. აღნიშნულის მიუხედავად, კვლავ დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრობლემად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბები.

 

გამოწვევას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკების პრევენცია. კვლავ დაბალია საზოგადოების ინფორმირების დონე ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით; ამასთან, პრობლემურია არსებული სერვისების ეფექტური გამოყენება.

 

 

პრესკონფერენციის დასასრულს ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ უკვე 5 თვეა, რაც სახალხო დამცველის აპარატი, ძირითადი შენობის ავარიულობის გამო, ნაქირავებ ფართში აგრძელებს საქმიანობას. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ძალისხმევა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამოიძებნება მუდმივი შენობა სახალხო დამცველის აპარატისთვის.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker