Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პირველი ქალი პრეზიდენტი: რატომ არ არის ეს საკმარისი

Category: Exclusive 
2018-12-04

"პირველად საქართველოს პრეზიდენტად ქალი აირჩიეს " - არ იყო აუცილებელი წინასწარმეტყველება, რომ მივმხვდარიყავით თუ რა სათაურებით გამოვიდოდა ახალი ამბები სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. გენდერული საკითხის წინ წამოწევა ამ არჩევნებში გარდაუვალი იყო. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი საკითხი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს წინასაარჩევნო კამპანია ან  ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიგურა - მმართველი პარტიის კანდიდატი, რომლის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი  პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად აცხადებდა თავისი პოლიტიკური კურსის – ევროპასთან დაახლოების შესახებ.

 

ზოგადად გასაგებია აქცენტი, რომელიც გაკეთდა გენდერულ საკითხზე. დღეს პოლიტიკაში გენდერული დისბალანსი ჯერ კიდევ იმდენად დიდია, რომ ამის იგნორირება შეუძლებელია. გაეროს მონაცემებით, 2016 წელს ქალების რაოდენობა მსოფლიოს პარლამენტებში მხოლოდ 22.8 %-ს შეადგენდა. ეს ორჯერ მეტია ვიდრე ოცი წლის წინ, თუმცა ჩვენ მაინც ძალიან შორს ვართ  გენდერული პარიტეტისგან.

 

მსოფლიოში "ქალის ფაქტორი" კვლავაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. ჰილარი კლინტონის დამარცხება, განსაკუთრებით ამერიკის კონსერვატიულ შტატებში, მეტ წილად ამ ფაქტორმა განაპირობა.  თუმცა, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ქალები პოლიტიკაში უკვე არ არიან „გამონაკლისი შემთხვევები“. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად და არა მემკვიდრეობით სირიმავო ბანდარანაიკე გახდა შრი - ლანკის პირველი ქალი ხელმძღვანელი, მსოფლიოს სამოცდაათზე მეტ  სახელმწიფოში ქალები პრემიერ- მინისტრებად და პრეზიდენტებად აირჩიეს. და თუ მანამდე ინდირა განდი და მარგარეტ ტეტჩერი იშვიათ მოვლენად იყვნენ მიჩნეულნი, 2018 წელს მოვიდა დრო რომ უარი ვუთხრათ გაოცებას და აღტაცებას, რომელიც გომოწვეულია ქალის მოსვლით პოლიტიკაში.

 

 

საზოგადოებაში გენდერული თანასწორობა პირველ რიგში ძალაუფლების საკითხთან არის დაკავშირებული, მათ შორის პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. ამიტომაც, ნებისმიერი არჩეული ქალი ლიდერისგან საზოგადოების დიდი ნაწილი ელის განცხადებებს და ქმედებებს „ქალთა დღის“ წესრიგთან დაკავშირებით. "პირველი ქალი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში"- ეს არ გახლავთ მხოლოდ  ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა: თუ ხელისუფლებაში მოსული ქალი არ იცავს ქალთა უფლებებს, მაშინ ვინ?

 

მსოფლიოს ქალ ლიდერებს შორის საკმაოდ ბევრი კონსერვატორი იყო, რომლებმაც თამაშის წესები და რიტორიკა მათი კაცი კოლეგებისგან გადაიღეს.  ეს ქალები ქმნიდნენ არაჯანსაღ კლიმატს, მხარს უჭერდნენ მიზოგინიის წახალისებას, რის გამოც ქალები არა მხოლოდ არ იმარჯვებენ, არამედ მონაწილეობის მიღებაც კი ეშინიათ არჩევნებში.

 

ამის მიუხედავათ, ქალების გამარჯვება არჩევნებში მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მათგანი "შუშის ჭერში" ბზარს აჩენს. და პირიქით, როდესაც ქვეყანაში არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ქალს ლიდერის როლში, ეს გენდერულ უთანასწორობაზე უფრო მეტად მიუთითებს, ვიდრე ნებისმიერი წარმომადგენლობითი მაჩვენებელი.

 

აქცენტი პრეზიდენტის ან პრემიერ – მინისტრის გენდერზე მიუთითებს იმაზე, რომ სექსისტური  მიკერძოება პოლიტიკაში კვლავ ნორმად განიხილება და კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ იქნება აღმოფხვრილი. 21-ე საუკუნეში იყო მხოლოდ ქალი პოლიტიკოსი აღარ არის საკმარისი. ეროვნული პოლიტიკის დონეზე, ადამიანისგან, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, რეალური საქმის კეთება, მიუხედავად მისი სქესისა მოითხოვება.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker