Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებადამცველისთვის 2018

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-11-30

თბილისში გაიმართა რიგით მეექვსე კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი.

 

2018 წელს პრემიის ლაურეატები გახდნენ ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე და პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ რესპონდენტი, ტრანსგენდერი ქალი ნატა ტალიკიშვილი. 

 

 

 

 

2012 წლიდან იდა ბახტურიძემ აქტივისტური საქმიანობა ჯერ "ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან", ხოლო მოგვიანებით “ქალთა მოძრაობის” ჯგუფთან ერთად გააგრძელა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფემიციდისა და ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხების წინ წამოწევაში. 2016 წლიდან იდას თანამონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა “ქალები საქართველოდან”, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების ქალების პირად ისტორიებს აცნობს საზოგადოებას. ბევრი ქალისთვის ეს პლატფორმა საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის ერთადერთ შესაძლებლობად იქცა.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე იდა ბახტურიძემ განაცხადა, რომ პრემიის ნაწილს გადაურიცხავს ფონდს „ქალები საქართველოდან“, რომელიც ხელს შეუწყობს პლატფორმის განვითარებას და რესპონდენტი ქალების ემოციურ და ეკონომიკურ გაძლიერებას.

 

2018 წელს პრემიაზე 14 ნომინანტი იყო წარდგენილი.  „ქალთა ფონდმა საქართველოში“ წელს გადაწყვიტა დაჯილდოვების ფორმატი მცირედით შეცვალოს და პრემიისთვის განიხილოს ქალთა უფლებების ახალგაზრდა (35 წლამდე) აქტივისტები. ამ გზით ფონდი ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების და მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად.

 

2013 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ დააწესა, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

 

კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი. პრემიის ლაურეატები ასევე არიან ქალთა ფონდი „ტასო“-ს გენერალური დირექტორი, მარინა თაბუკაშვილი, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ორაგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისათვის" დამფუძნებელი, ქეთევან ხიდაშელი. 

 

ღონისძიება ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, მამა ქეში და სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker