Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მუსლიმების გენოციდის გამო აუნ სან სუ ჩის Amnesty International-მა ჯილდო ჩამოართვა

Category: Events 
2018-11-13

ადამიანის უფლებათადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა მუსლიმების გენოციდის გამო მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის "სინდისის ელჩის" ჯილდო ჩამოართვა. ეს ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მიანმარის ლიდერმა 2009 წელს მიიღო.

 

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუმი ნაიდუმ განაცხადა, რომ აუნ სან სუ ჩიმ არ გამოიყენა თავისი პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტი, რათა შეეჩერებინა როჰინჯი მუსლიმების გენოციდი, რომელსაც მიანმარის არმია ხელმძღვანელობს.

 

აუნ სან სუ ჩი 2016 წლიდან მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველია, რაც პრემიერ-მინისტრობას უტოლდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელისუფლებას არმია აკონტროლებს.

 

Amnesty International-ის განცხადებით, აუნ სან სუ ჩის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის გაღვივებას როჰინჯი მუსლიმების წინააღმდეგ, ის უარყოფდა გენოციდზე ბრალდებებს და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებებს.

 

 

აუნ სან სუ ჩიმ მსოფლიო ყურადღება სწორედ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლით მიიპყრო. 1988-2010 წლებში თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 15 წელი შინაპატიმრობაში იყო. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

 

 

გათავისუფლების შემდეგ მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, თუმცა სახელმწიფო მრჩეველად გახდომის შემდეგ, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველ გახდა. როჰინჯი მუსლიმების კრიტიკის გამო ის არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ და საპატიო ჯილდოები ჩამოართვეს. 2007 წელს კანადის პარლამენტმა აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რომელიც როჰინჯი მუსლიმების გამო 2018 წელს ჩამოართვა.

 

 

როჰინჯი მუსლიმები

 

2017 წლის აგვისტოში განახლდა მიანმარში როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, რის შედეგადაც 25 ათასი როჰინჯი დაიღუპა, ხოლო 700 ათასი ბანგლადეშში გაიქცა. გამოძიების ჰააგის სასამართლოს გაერომ თავის ანგარიშში მოუწოდა.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის საქმის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. ამას შესაძლოა, მოჰყვეს გამოძიება სამხედრო დანაშაულის.

 

აგვისტოში მიანმარის ხელისუფლებამ უარყო გაეროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია გენოციდში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დასჯას ითხოვდა. არმია როჰინჯების კრიზისში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

მიანმარი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია იქ ვერ გავრცელდება. თუმცა მათი თქმით, ბანგლადეში, რომელიც როჰინჯების თავშესაფრად იქცა, სტატუტის ხელმომწერია, ამიტომაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მოქმედების უფლება.

 

 

 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker