Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის სახელი მიენიჭა

Category: Gender in Caucasus 
2018-11-05

ზუგდიდის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ბერტა ფონ ზუტნერის (Berta von Suttner) სახელი მიენიჭა.   გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე იყი მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ Livepress-ი აქვეყნებს.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ლაგვილავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ბერტა ფონ ზუტნერი არის ერთგვარი სიმბოლო ზუგდიდის ევროპასთან დაახლოების.

 

„ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობა ნათლად ასახავს იმ ურთიერთობებს, რაც ჰქონდა სამეგრელოს ევროპასთან“, - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

 

2016 წლიდან ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელის მინიჭების საკითხს ადვოკატირებდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და მისი ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.

 

ეს საკითხი ასევე ასახული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2018 წელს მომზადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის სობჭოს მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით.

 

 

პირველი ქალი, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

 

ბერტა ფონ ზუტნერზე ზუგდიდის მერიამ დოკუმენტური ფილმი - „ქართველებთან და საქართველოში“ გადაიღო. მასში საუბარია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებულ წლებზე, მათ კავშირსა და ურთიერთობაზე დადიანების სასახლესთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან, მის შვილებთან.

 

 

ნობელის პრემია ბერტა ფონ ზუტნერს 1905 წელს მიენიჭა, ხოლო გადაეცა 1906 წლის 18 აპრილს ოსლოში. ზუტნერი გახდა პირველი ქალი მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი და მეორე ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ. იგი აქვეყნებდა მრავრიცხოვან სტატიებს, დაწერა რომანი მშვიდობის პრობლემებზე და ქალთა პრობლემებზე.

 

1889 წელს გამოვიდა ბერტას წიგნი „ძირს იარაღი!“ („Die Waffen nieder!“), რომელიც მოგვითხრობდა ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ, რომლის ბედისწერაც ვითარდება XIX საუკუნის 60-იანი წლების ფონზე. ეს იყო მწვავე პროტესტი ომის წინააღმდეგ. რომანმა „ძირს იარაღი!“ პოპულარობა მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ მთელს ომის საწინააღმდეგო მოძრაობას.

 

 
2016 წელს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში იყო გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ციკლი აფხაზეთის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე კონფლიქტის რეგიონში და ასახავდა ქალთა როლს მშვიდობის მშენებლობაში. დოკუმენტურ ფილმებზე სულ 21 სტუდენტი მუშაობდა, საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან და სასწავლებლებიდან. ერთ-ერთი ფილმი სახელწოდებით „ბერტა ფონ ზუტნერი“ მიეძღვნა მშვიდობის დარგში პირველ ნობელიანტს.

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker