Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სათემო ლიდერთა ფორუმი 2018

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-11-01

სათემო ლიდერთა ფორუმი (Community Leaders’ Forum), ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც 1-2 ნოემბერს, კახეთში მდებარე, სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტში გაიხსნა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

ფორუმის ძირითადი მიზანია, საქარართველოს მასშტაბით არსებული სათემო ორგანიზაციების ლიდერებს შორის დისკუსიის გამართვა, მათ შორის გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ხოლო ძირითადი თემებია: თვითმმართველობის რეფორმა და ქალის როლი კარგ მმართველობაში; ადგილობრივი რესურსების მობილიზების შესაძლებლობები სათემო ინიციატივებისათვის: გარემოს დაცვითი სათემო ინიციატივები - მათი მნიშვნელობა, არსებული პრაქტიკა და გამოწვევები.

 

შეხვედრის მონაწილეები არიან საქართველოს მაშტაბით მოქმედი ქალთა სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, თემის განვითარების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიის  წარმომადგენლები.

 

ფორუმის მონაწილეებს შორის არის ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძირითადი მამხსენებელია პანელური დისკუსიის „თვითმმართველობის რეფორმა და ქალის როლი კარგ მმართველობაში“.

 

ფორუმზე ასევე  კონკურსების გამარჯვებულების გამოვლენა/ დაჯილდოვება გაიმართება ორ კატეგორიაში: 2017-2018 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივა და საუკეთესო სათემო კერა.

 

 

ამჟამად საქართელოს მასშტაბით 150-მდე სათემო ორგანიზაციაა, რომლებიც ადგილებზე ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემების მოგვარებაში იღებენ მონაწილეობას.

 

სათემო ორგანიზაციების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, ქალების გააქტიურება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა.

 

სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმი ტარდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

 

სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმი ტარდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

 

ფორუმი ასევე მხარდაჭერილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker