Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

Freedom House: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, მაგრამ არის შემაშფოთებელი ტენდენციები

კატეგორია: მოვლენები 
2018-11-01

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს.

 

წლევანდელ ანგარიშს „ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“ ჰქვია და მასში საუბარია ე.წ. „ყალბ ახალ ამბებზე“, პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე - როგორც დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხეებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო შეფასებულია როგორც თავისუფალი ქვეყანა, წელს ქვეყნის ეს პოზიცია გაუარესებულია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 25 ქულა აქვს მინიჭებული, თუმცა გასულ წელს ქვეყანას 24 ქულა ჰქონდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ინტერნეტი საქართველოში შედარებით თავისუფალი რჩებოდა, ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე საქმე, მათ შორის რეპერების დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის საქმეები, ასევე ეჭვები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში. ეს მოვლენები შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეთმობა.

 

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საქართველო ევრაზიის რეგიონში ლიდერია.

 
 

 

 

ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთსა (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში (88 ქულა), ირანსა (85 ქულა) და ეთიოპიაში (83 ქულა).

 

საქართველოს მსგავსად, 25 ქულა აქვს მინიჭებული ასევე საფრანგეთს, იტალიას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და იაპონიას. დიდი ბრიტანეთი 23 ქულას ფლობს, აშშ – 22 ქულას, ავსტრალია – 21 ქულას, გერმანია – 19 ქულას.

 

საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის მიხედვით 65 ქვეყანა შეისწავლა, რომლებშიც მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებელთა 87 პროცენტი ცხოვრობს. 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 65 ქვეყნიდან ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება 26-ში დაფიქსირდა, რეიტინგში საკუთარი პოზიცია კი 19-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის ყველაზე დიდი კლება ეგვიპტესა და შრი-ლანკაში დაფიქსირდა.

 

 

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მიმდინარე წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დემოკრატიების შესარყევად, ისე დიქტატურების დესტაბილიზაციისთვის.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker