Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-10-31

პა­კის­ტა­ნის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ქრის­ტი­ა­ნი ასია ბიბი გა­ა­მარ­თლა, რო­მელ­საც მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა.

 

 

ადგილობრივი მედიის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასია ბი­ბის მო­ეხ­სნა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა და ის სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

 

50 წლის ასია ბიბი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბას 2010 წლი­დან ელო­დე­ბო­და.

 

ასია ბიბი გახდა პირველი ქალია პაკისტანში, რომელსაც მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

 

გათავისუფლების შემდეგ, ბიბი გადაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას, რათა თავიდან აეცილებინათ ძალადობა ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა მხრიდან.

 

 

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2009 წლის ივ­ნის­ში, რო­დე­საც ასია ბიბი მუს­ლიმ ქა­ლებ­თან ერ­თად ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მას წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა მუს­ლიმ­მა ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ქრის­ტი­ა­ნი ქალი დოქს შე­ე­ხე­ბა, წყა­ლი და­ბინ­ძურ­დე­ბა, ბიბი კი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანები "ისეთივე ხალხია, როგორც მუსულმანები არიან". რამ­დე­ნი­მე დღე­ში მათ ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ სა­სუ­ლი­ე­რო პირს შეს­ჩივ­ლეს და ასია ბიბი ღვთის გმო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

 

შეგახსენებთ, რომ სა­სა­მარ­თლომ ასია ბი­ბის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

 

გა­ნა­ჩენ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. ქალის შეწყალებისკენ პაკისტანის მთავრობას მოუწოდებდნენ ცნობილმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ: პაპმა ბენედიქტე XVI, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ა.შ.

 

2012 წელს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ ასია ბი­ბის და მის ოჯახს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი შეს­თა­ვა­ზა, პა­რი­ზის მერ­მა კი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker