Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანტონიო გუტერიში: განცხადებები გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის შესახებ უნდა იყოს გამყარებული საქმით

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-10-29

მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქალები ჯერ კიდევ აქტიურად არ არიან ჩართულები სამშვიდობო პროცესებში. ამასთან ერთად კონფლიქტები ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენენ ქალებსა და გოგონებზე. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომაზე განაცხადა, რომელიც ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.

 

მისივე თქმით, გასულ წელს მარტო გაეროს თანამშრომლებმა სექსუალური ძალადობის 800 შემთხვევა დააფიქსირეს. "ეს 2017 წლის მაჩვენებელზე 56 პროცენტით მეტია", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მან ასევე გაიხსენა, რომ ქალი უფლებადამცველები, პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები და აქტივისტები, ის ვინც კონფლიქტის მთავარი მიზეზების აღმოფხვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ხშირად ძალადობას განიცდიან.

 

"კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების გაძლიერების პროგრამების დაფინანსება მხოლოდ 5% -ს შეადგენს.  ჩვენ ქალთა ორგანიზაციების იმედი გვაქვს, მაგრამ ადეკვატურად არ ვაფინანსებთ მათ. ჩვენ ვაღიარებთ გენდერული ანალიზის მნიშვნელობას, მაგრამ ამგვარი ექსპერტიზისთვის ბიუჯეტს ვამცირებთ", - განაცხადა გუტერიშმა.
გენერალურმა მდივანმა გაიხსენა ქალთა და ქალთა ორგანიზაციების ნაყოფიერი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიებში ქალები შეადგენენ ხელმძღვანელების და  მოადგილეების 41%-ს. ამავე დროს, გაეროს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქალები ჯერ კიდევ აქტიურად არ არიან ჩართულნი სამშვიდობო პროცესებში. "ქალები შუამავლების მხოლოდ 2 %, მომლაპარაკებლების 8 % და ბოლო 27 წლის განმავლობაში სამშვიდობო პროცესების მონაწილეთა 5 % შეადგენენ", - განაცხადა მან.

 

გუტერიშმა მოუწოდა ქალთა ორგანიზაციებისა და გენდერის საკითხების შემსწავლებელი ცენტრების დაფინანსების გაუმჯობესებისკენ და ასევე დააანონსა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება სამშვიდობო პროცესებში ქალების უფრო აქტიურ ჩართვაზე. "ამჟამად ქალები გაეროს სამხედრო პერსონალის მხოლოდ 4% -ს და პოლიციის სამშვიდობო კონტინგენტის 10% შეადგენენ," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. "ეს ძირს უთხრის ჩვენს მიმართ ნდობას და ჩვენს შესაძლებლობებს".

 

 

"ჩვენ არასდროს ეფექტურად ვერ გადავწყვიტავთ გლობალურ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და კონფლიქტები, ჩვენი მოსახლეობის ნახევრის გამოცდილების გარეშე. ქალთა მონაწილეობა აუცილებელია მდგრადი მშვიდობიანი საზოგადოების შექმნისთვის ჯანსაღ პლანეტაზე "- განაცხადა ანტონიო გუტერიშმა.

 

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker