Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი: პროფკავშირებმა საქართველოს ფოსტას სასამართლო დავა მოუგო!

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-10-25

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტით “საქართველოს ფოსტიდან” უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის გუგული შამილიძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებს.

 

საქართველოს ფოსტას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით 2017 წლის 1 აგვისტოდან ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტის უკანონო მოქმედება.

 

გუგული შამილაძე საქართველოს ფოსტაში 1990 წლიდან იყო დასაქმებული. 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში კურიერის თანამდებობაზე.

 

2017 წლის 8 მაისის წერილით დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ სერვისების გაუმჯობესების და ფოსტის სწრაფად ჩაბარების მიზნით კურიერს უნდა ჰქონდეს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის წარსადგენად მას 1 თვის ვადა განუსაზღვრეს . გუგული შამილაძე მუშაობდა ხელვაჩაურში სადაც არ არის ავტოსკოლა, ამასთან მუშაობდა კვირაში 6 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 6 საათამდე, ხოლო შაბათს 3 საათამდე. ამის გათვალისწინებით ბათუმის ავტო სკოლაშიც ვერ შეძლებდა სიარულს.

 

2017 წლის 28 ივნისს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ ვინაიდან დასაქმებულმა არ წარადგინა A კატეგორიის მართვის მოწმობა ის გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე (კვალიფიკაციის შეუსაბამობა).

 

ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო 3 კურიერი, აქედან 2 ქალი. ორივე დასაქმებულ ქალს მოსთხოვეს 1 თვის ვადაში აეღო „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა, მაშინ როდესაც იმავე სერვისცენტრში დასაქმებული კაცისთვის იგივე მოთხოვნა არ წაუყენებიათ. შესაბამისად – თუ „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელი იყო სერვისების გაუმჯობესებისთვის და გზავნილების სწრაფად ჩასაბარებლად, მაშინ ასეთი მოთხოვნა უნდა წაეყენებინათ ყველა კურიერისთვის, როგორც იმავე სერვისცენტრში, ასევე საქართველოს ფოსტის სხვა სერვისცენტრებშიც.

 

მოპასუხეს არ ჰქონდა იმის არგუმენტაცია თუ რატომ არ მოსთხოვა იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ კაცს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სხვა სერვისცენტრში დასაქმებულ კაცებს წაუყენეს იგივე მოთხოვნა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

 

დისკრიმინაციის გამოსარიცხად მოპასუხემ წარმოადგინა ხელშეკრულებები მოპედების შესყიდვასთან დაკავშირებით და განმარტავდა, რომ მხოლოდ მოპედების მეშვეობით მოხდება კურიერების გადაადგილება. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს წარვუდგინეთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდიდან ამოღებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიები. შესაბამისად საქართველოს ფოსტის არგუმენტი, რომ მხოლოდ მოპედებით უნდა მოხდეს კურიერის გადაადგილება არ დასტურდებოდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი სქესის ნიშნით და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker