Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოფელ ლამბალოდან მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-10-15

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.

 

16 წლის ჰუსნია მამედოვა სოფელ თულარის მკვიდრმა სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. გატაცებულის ოჯახის თქმით, გოგო სახლიდან, ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. მათ მანქანაში სავარაუდოდ კიდევ ორი ელოდებოდა.

 

„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 20 წლის იქნება. ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის მიზნითო მოიტაცეს, მაგრამ ჩვენ კეტეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას და ჩვენი ბრძოლით მივცემთ მაგალითს ყველა გატაცებული გოგოს ნათესავებს, რომ არ შეიძლება ასეთ ფაქტებთან შეგუება“, - განაცხადა გოგონას მამამ, მუბარიზ მამედოვმა.

 

ოჯახი პოლიციას მაშინვე დაუკავშირდა, მაგრამ გატაცებულს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება. იმალებიან გამტაცებელი კაცის მშობლებიც.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან, ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker