Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მაია ოთინაშვილი სახლში დაბრუნდა

კატეგორია: მოვლენები 
2018-10-09

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის 10 დღიანი ტყვეობა დასრულდა. ოთინაშვილი ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. 3 შვილის დედა ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება.

 

ოსური მედიის ცნობით, დეფაქტო სასამართლომ ოთინაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო დარღვევაში ცნო დამნაშავედ და ერთწლიანი პირობითი „სასჯელი“ მიუსაჯა, რომლის გასვლის შემდეგაც ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა ექნება.

 

მაია ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. ის ქმართან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.

 

მისი გათავისუფლებისთვის გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

პირველად ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ქალი გახდა

Inter Parliamentary Union: მსოფლიოში ხუთი მინისტრიდან ერთი ქალია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker