Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება

კატეგორია: მოვლენები 
2018-10-04

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

 

როგორც პირველ არხს მაია ოთინაშვილის მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა განუცხადა, გუშინ გვიან საღამოს მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

იგორ მაყიშვილის თქმით, მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს და როგორც ისინი აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.


შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა სახალხო დამცველმა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემის შესახებ.


37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს.

 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მოქალაქე შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე. ომბუდსმენის ცნობით, მაია ოთინაშვილს "ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება.

 

მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.

 

2 ოქტომბერს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა.

 

აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker