Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთში პირველად სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევის გამო კაცი დააპატიმრეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-10-03

საფრანგეთში, ავტობუსში სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევის გამო, სასამართლომ, ახალი კანონის შესაბამისად,  კაცს 3 თვით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.

 

ინციდენტი საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ავტობუსში ქალს აგრესიულად მოექცა და შეურაცხჰმყოფელი კომენტარი გააკეთა მის ფიგურაზე.

 

სასამართლომ და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის ახალი კანონის გამოყენების პირველი შემთხვევა.

 

2018 წლის აგვისტოში საფრანგეთის პარლამენტმა ქუჩაში სექსუალური შევიწროვება დანაშაულად ჩათვალა. კანონის გამკაცრების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი,  ემანუელ მაკრონი გახდა.


კანონის ერთ-ერთი პუნქტი ბრალდებულების ადგილზევე დასჯას ეხება. კანონის შესაბამისად, ქუჩაში სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევისათვის დამნაშავე 90-დან 750 ევრომდე ჯარიმდება.

 

საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ნახევარზე მეტმა (53%) განაცხადა, რომ მათ განიცადეს სექსუალური შევიწროვება ან შეურაცხჰყოფა ქუჩაში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker