Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სომეხი უფლებადამცველი გულნარა შაჰინიანი ანიტა აუგსპურგის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-09-25

გერმანიის ქალაქ ვერდენში ანიტა აუგსპურგის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯილდო 2017 წელს ქალთა მშვიდობისა და თავისუფლების ლიგის  (IFFF) ინიციატივით დაარსდა და წელს მისი მფლობელი სომეხი უფლებადამცველი  გულნარე შაჰინიანი გახდა, სამშვიდობო პროცესებში და ქალთა უფლებების დაცვაში მისი აქტიური მონაწილეობისთვის.

 

ჯილდოს საპრიზო ფონდი 5718 ევროს შეადგენს და ეს სიმბოლური ციფრია, რადგან გერმანიის ფემინისტისა და პაციფისტის, ანიტა აუგსპურგის დაბადების თარიღთან (1857 წელი) არის დაკავშირებული.

 

ანიტა აუგსპურგი ქალაქ ვერდენში დაიბადა და გერმანული ფემინისტური მოძრაობის პირველი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა. ადვოკატი, მსახიობი, მწერალი, ის ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და მშვიდობისთვის იბრძოდა.

 

 

ჯილდო გულნარა შაჰინიანს ვერდენის მერმა, ლუთს ბროკმანმა გადასცა და აღნიშნა, რომ ორივე ქალის საქმიანობა თითქმის იდენტურია და ეძღვნება ქალთა უფლებების დაცვას, თანასწორობის მიღწევას და მშვიდობის დამყარებას.

 

 

1995 წელს, გულნარა შაჰინიანმა თავის თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია დღეს“დაარსა, რომლის მთავარი საქმიანობა მშვიდობის საკითხებს და კონფლიქტების ტრანსფორმაციას, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და გენდერულ კვლევებს ეხება. 2008 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ აირჩია ის სპეციალურ მომხსენებლად მონობის თანამედროვე ფორმების საკითხებში.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker