Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა მოძრაობის მიმართვა საპრეზიდენტო კანდიდატებს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-09-21

ქალთა მოძრაობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი აქვეყნებს მიმართვას  საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ.

 

 

"ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაცია და გენდერული უთანასწორობა მწვავე პრობლემად რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე. ქალთა მოძრაობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი ამა წლის 4 ოქტომბერს, 11 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკაში ვიწვევთ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებსაც ვთხოთ, გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა ქალთა პრობლემების მოგვარებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენ - ქალები, ამომრჩევლის 54% შევადგენთ და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში გენდერული თემატიკის ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ამ ქვეყნის უმრაველობას შევადგენთ, ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები ხშირად ირღვევა, დაწყებული ოჯახში ძალადობითა და ფემიციდით, დამთავრებული ეკონომიკური ჩაგვრით: საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ქალების შემოსავალი 35% ნაკლებია კაცების შემოსავალთან შედარებით. ჩვენ სამსახურებიდან გვათავისუფლებენ ორსულობის გამო და არ გვიხდიან ხელფასს დეკრეტული შვებულების დროს. ქალები არ ვმონაწილეობთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან პარტიები გვიქმნიან გადაულახავ ბარიერებს შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობით. დღეს პარლამენტის მხოლოდ 15% შეადგენენ ქალები, 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო 10  გუბერნატორიდან არც ერთი არ არის ქალი.

 

ჩვენი პოლიტიკური არჩევანი დამოკიდებულია იმ ხედვებზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატები შემოგვთავაზებენ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი და ინფორმირებული არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამა ქალთა საკითხებზე. აღნიშნული კონფერენციის პირდაპირ ტრანსლირებას ვუზრუნველყობთ ქალთა მოძრაობისა და სხვა ქალთა ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდების საშუალებით.

 

ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენ ხედვასა და საარჩევნო პროგრამაზე!"- ნათქვამია მიმართვაში.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker