Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას შეაფასებს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-09-17

საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა – მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.

კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩაატარებს.

შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის ასევე შშმ ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ.

ბავშვების სისხლში ტყვიის დასადგენად 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს სისხლს ვენიდან აუღებენ. ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.

წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგად გამოვლინდება სასმელი წყლის ხარისხი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის ფარგლებში მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევა 14000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება.

კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.


წყარო 

ტეგები: საქართველო შინამეურნეობა კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker