Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ევროპარლამენტი მოუწოდებს სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-09-12

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში სექსუალური შევიწროვების  და სოციალურ ქსელებში ქალი – პოლიტიკოსების "trolling"–ის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

 

რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის მომხსენებელმა გააცნო.

 

"ევროკავშირში ქალების 55%–ი სექსუალურ შევიწროვებას განიცდიან, ყოველი მეათე ქალი სექსუალური შევიწროვების ან შეურაცხჰყოფის მსხვერპლი ხდება, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით", - ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.

 

"ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ– სახელმწიფოებს მიიღონ ზომები ძალადობისა და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების აღკვეთის მიზნით, მათ შორის ... ძლიერი, შემაკავებელი სანქციები დამრღვევთათვის", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც 528 ხმით 48  წინააღმდეგ იყო მიღებული.

 

ევროპარლამენტმა ასევე სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების არსებობა აღიარა, რომელიც გამოწვეულია მათი ორსულობით ან დედობით და ამ მოვლენასთან ბრძოლა გამოაცხადა.

 

"ევროპარლამენტი გმობს სოციალურ ქსელებში ქალი–პოლიტიკოსების “trolling"–ს, მათი  შევიწროვების ყველა ფორმას, მათ შორის სექსისტური და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამოქვეყნების გზით,"– ნათქვამია რეზოლუციაში.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker