Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტანზანიის პრეზიდენტმა მოსახლეობას, რომელიც ორსულობისგან თავს იცავენ ზარმაცები უწოდა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-09-12

ტანზანიის პრეზიდენტმა, ჯონ მაგუფელიმ, ისაუბრა კონტრაცეპტივებზე და მათ გამოყენებაზე მასახლეობის მიერ.

 

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის ლიდერის განცხადებით, კონტრაცეპტივებს ზარმაცი ადამიანები იყენებენ, რომლებსაც არ სურთ მუშაობა და დიდი ოჯახის შენახვა. თავის გამოსვლაში მან დასძინა, რომ ის ვინც კონტრაცეპტივების გამოყენებას  უწევს პოპულარიზაციას ცუდი მრჩეველია. "თქვენ კარგი ფერმერები ხართ, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ოჯახები და გამოკვებოთ შვილები. რატომ მიმართავთ კონტრაცეპტივებს? "– განაცხადა მან.

 

 

როგორც Guardian–ი წერს, პრეზიდენტის სიტყვები კანონმდებლობაში ცვლილებებს არ ნიშნავს. თუმცა, აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის განცხადება საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა აღიქვეს, როგორც სახელმძღვანელო მოქმედებისთვის.

 

კანონის მიხედვით, ტანზანიაში ქალებს აქვთ ორსულობისგან დაცვის უფლება. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში ქალების ერთი მესამედი ჩართულია ოჯახის დაგეგმარების პროცესში, თუმცა  კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ძალიან დაბალია. საშუალოდ, თითოეულ ტანზანიელ ქალს ხუთი შვილი ჰყავს.

 

ქალთა უფლებადამცველებმა აღშფოთება გამოთქვეს ტანზანიანის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში შობადობაზე კონტროლი და ოჯახის დაგეგმარების ვალდებულებების უგულებელყოფა ქალთა უფლებებზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს: "ჩვენ დავამთავრებთ იმით, რომ ქალებს უზარმაზარი ოჯახები, უამრავი ბავშვები ეყოლებათ და ისინი ვერ შეძლებენ მათ გამოკვებას."

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker