Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რატომ ვიცნობთ ასე ცოტა მხატვარ–ქალს და როგორ მოხდა, რომ სამყაროს მხოლოდ ხელოვანი–კაცები ახსოვს?

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2018-09-07

საუკუნეების მანძილზე ქალებს ხელოვნებაში ენიჭებოდათ მუზის, მხატვრის ერთგული მეუღლის ან  მისი მფარველობის ქვეშ მყოფის როლი. ქალები არსებობდნენ ხელოვნების "გვერდით", ხოლო შედევრების შექმნა კაცების პრეროგატივა იყო.

 

ცნობილი მეცენატების იზაბელა დესტესის და ბოტიჩელის მუზის, სიმონეტ ვესპუჩის სახელები რენესანსის ხელოვნების ისტორიაში შევიდა, თუმცა რამდენ ჩვენგანს გვახსოვს რენესანსის პირველი მხატვარი– ქალის სოფონისბა ანგისოლას სახელი?

 

 

რატომ შემოინახა მსოფლიო ხელოვნების კულტურამ ასე ცოტა ქალი- მხატვრის სახელი? რა არის ეს - უბრალო ისტორიული შემთხვევა, განზრახ დისკრიმინაცია ან ლოგიკური შედეგი საუკუნეების მანძილზე კაცების უპირობო დომინირების საზოგადოებაში?

 

 

1971 წელს ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი ლინდა ნოხლინი თავის ესეში "რატომ არ გვახსოვს დიდი მხატვარი–ქალები" ამ თემას განიხილავს. მისი აზრით, ხელოვნების ისტორიაში ქალი– მხატვრების ნაკლები წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლოგიკური არგუმენტი ხელოვნების სფეროში ქალების განათლებასთან ნაკლები ხელმისაწვდომობაა.

 

 

შუა საუკუნეებში, ხატვის სწავლა გოგოებისთვის შესაძლებელი იყო მხოლოდ ოჯახში, ანდა ცნობილ მხატვრებთან. უფრო ხშირად, ორივე სცენარი გოგონებისთვის მიღებული წესებიდან გამონაკლისი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების სკოლებში გოგონების დაშვება აკრძალული იყო და ამის შესაძლებლობა მათ მხოლოდ XIX საუკუნეში მიეცათ.

 

 

კლასიკური მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, იტალიელი ბაროკოს მხატვარი და კარავაჯოს მიმდევარი არტემიზია ჯენტილესკი იყო, მხატვრის ჰორაციო ჯენტილესკის ქალიშვილი. მამის სახელოსნოში მოხვედრის შემდეგ, არტემიზიამ აჩვენა, რომ ძმებზე უკეთესად ხატავს და ეპოქაში, როდესაც ქალი მხატვრები იოლად არ იყვნენ მიღებულნი საზოგადოების მიერ, იგი იყო პირველი ქალი Accademia di del Arte Disegno-ს წევრი ფლორენციაში და ჰყავდა საერთაშორისო კლიენტებიც.

 

 

მისი თანამემამულე ფედე გალიცია ასევე ეუფლებოდა ფერწერის უნარებს მამასთან და ცნობილი გახდა თავისი პორტრეტებით და მხატვრულად შესრულებული ნატურმორტებით.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც ქალი– მხატვრებისთვის არსებობდა იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ შიშველი ნატურის ხატვა. აკრძალვა XIX საუკუნის ბოლომდე მოქმედებდა და დიდი ხნის განმავლობაში, მისი გაუქმების შემდეგაც კი, ასეთი ნახეტები არ იყო წახალისებული.

 

 

ბრიტანელი მხატვარი ლორა ნაიტი გახდა პირველი, ვინც გაბედა დაეწერა საკუთარი პორტრეტი შიშველი ნატურის წინ, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია ბრიტანეთის საზოგადოებაში. ეს მოხდა 1913 წელს.

 

 

 

არ არის გასაკვირი, რომ ასეთ პირობებში ქალები კაცებს ვერ უწევდნენ კონკურენციას ადამიანის სხეულის ხატვაში და ძირითადად მუშაობდნენ პორტრეტის, პეიზაჟის ან ნატურმორტის ჟანრებში.

 

კიდევ ერთი პოპულარული განმარტება არის სოციალური შეზღუდვები, რომლებიც აკონტროლებდნენ ქალის სიცოცხლეს საზოგადოებაში.

 

თავის ესეში, ნოხლინი ციტირებს 1848 წელს გოგონებისთვის გამოშვებულ  სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც: "გოგონასთვის ბევრად უფრო ღირებულია შეძლოს რამდენიმე საქმის კარგად გაკეთება, ვიდრე წარმოაჩინოს ოსტატობა ერთ რამეში“.

 

საბოლოოდ, რამდენიმე თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ პრინციპში ქალი არ შეიძლება იყოს გენიოსი, მათი სისუსტისა და ზედმეტი ემოციურობის გამო. მაგალითად, მსგავსი განცხადებები გვხვდება, მაგალითად, რუსოს, კანტისა და შოპენჰაუერის ფილოსოფიაში.

 

ხელოვნებაში ძალების გადანაწილება დაიწყო მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქალები უფრო აქტიურად იმკვიდრებენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში.

 

 

XX– ე საუკუნის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის სამხატვრო გალერეებში სუფრაჟისტების მოძრაობამ რომდენიმე დივერსია განახორციელა. ყველაზე ცნობილი ამ დივერსიებიდან იყო თავდასხმა სერ ჰენრი ჯეიმსის პორტრეტზე, რომელიც სარჯენტას მიერ არის შექმნილი და სამეფო ხელოვნების აკადემიაში იყო გამოფენილი. 1914 წლის 4 მაისს, სუფრაჟისტმა მერი ვუდმა, დანით შეიარაღებული  თავს დაესხა პორტრეტს შეძახილით „ხმის უფლება ქალებს!“. 
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ამით საზოგადოების ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამ გზით გამოხადა პროტესტი არჩევნებში ქალების მონაწილეობის უფლების აკრძალვაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ: "ეს პორტრეტი არ იქნებოდა ასეთი ღირებული, თუ მას ქალი დახატავდა."

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო ხელოვნების აკადემიაში, რომელიც 1768 წელს იყო დაარსებული შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლებს შორის ორი მხატვარი ქალი იყო: ანჯელიკა კაუფმანი და მერი მოზერი) 160 წლის განმავლობაში აკადემიაში არც ერთი ქალი არ მიუღიათ.

 

 

მხატვრული სამყაროს ქალთა დაპყრობის მომდევნო ეტაპი 70-იან წლებში, ამერიკის ფემინისტურ მოძრაობის ჩამოყალიბებასთან ერთად დაიწყო.
ისტორიულად, ხელოვნება იქმნებოდა კაცების მიერ და ანახებდა რეალობას მათი პერსპექტივით. ჯონ ბერგერი აღწერს ამ სიტუაციის აბსურდულობას თავის ცნობილ წიგნში „ხედვის გზები“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ვიზუალური ტექსტების აღქმასა და ანალიზზე. მან სწორად აღნიშნა: "აიღეთ ნებისმიერი კლასიკური ნამუშევარი, რომელიც ასახავს შიშველ ქალს. სცადეთ წარმოიდგინოთ ქალის ნაცვლად კაცი და დაფიქრდით, როგორი იქნება ის".

 

მხატვარი– ფემინისტები თავიანთ ამოცანას ამ პერსპექტივის გადახედვაში და შეცვლაში ხედავდნენ. თავიანთ ნამუშევრებში ისინი ხშირად სვავდნენ კითხვას, თუ რას ნიშნავს იყო ქალი თანამედროვე საზოგადოებაში, გქონდეს ქალის სხეული, იყო დედა და ა.შ.

 

 

გენდერული თანასწორობის ბრძოლა ხელოვნებაში ასევე მიმართული იყო სამუზეუმო კოლექციებში კაცი– მხატვრების დომინირების წინააღმდეგ.

 

1977 წელს ბრუკლინის მუზეუმში გაიმართა გამოფენა "ქალი– მხატვრები: 1550-1950 წლები", რომელიც მხოლოდ ქალთა შემოქმედებას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 12 ქვეყნის 83 მხატვარი–ქალის ნამუშევარი. გამოფენის კურატორები ასევე ქალები იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ლინდა ნოხლინი. გამოფენის მასშტაბმა პირველად ნათლად აჩვენა ქალი– მხატვრების რაოდენობა ხელოვნების ისტორიაში.

 

 

დღეს ხელოვნების სამყარომ თითქოს წონასწორობას საბოლოოდ მიაღწია. ქალებმა მოიპოვეს ხელოვნების სწავლების უფლება კაცებთან ერთად, ნებისმიერი ხელოვნების ფორმით გამოხატავენ მათთვის აქტუალურ პრობლემებს და საკითხებს, ხატავენ შიშველ ნატურებს და ღიად აჩვენებენ თავიანთ სხეულს, ღებულობენ პრესტიჟულ მხატვრულ ჯილდოებს და აწყობენ გამოფენებს მსოფლიოს უმსხვილეს მუზეუმებში. თუმცა, ბევრი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ხელოვნების სამყაროში ქალებისა და კაცების ძალები ჯერ კიდევ არ არის თანაბარი.

 

მაგალითად, აუქციონზე გაყიდული 100–ი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრის სიაში, რომელიც ხელოვნების ბაზრის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური რესურსის ArtNet- ის მიერ არის შედგენილი, არ არის შესული არც ერთი ქალი– მხატვრის მიერ შექმნილი ნახატი.

 

 

ყველაზე ძვირადღირებული ქალი–მხატვრის ნამუშევარი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა იყო ჯორჯია ოკიფის სურათი "თეთრი ყვავილი". ის 44.4 მილიონ დოლარად შეიძინეს. შედარებისთვის, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, პოლ სეზანის მიერ იყო შექმნილი და მისი ღირებულება $ 250 მილიონს შეადგენდა.

 

 

ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2,300 ნამუშევრიდან მხოლოდ 11–ია ქალის მიერ შესრულებული, ხოლო Tate–ს მიერ წარმოდგენილ მხატვართა შორის 83% კაცები არიან. თუმცა, არსებობს საფუძველი, რომ სიტუაცია იცვლება და შეიცვლება.

 

დასაწყისისთვის კი ჩვენ უფრო მეტი უნდა გავიგოთ და ვიცოდეთ იმ ქალებზე, რომლებმაც თავისი წარუშლელი კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker