Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ილია ხატიაშვილი: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბიუჯეტის პრინციპები

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-09-05

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლის 18 აპრილის დადგენილებით შეიქმნა. საბჭო 9 წევრისგან შედგება და კანონმდებლობის მიხედვით მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი ხელმძღვანელობს.

 

ცნობისათვის, 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელიც  საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირებას, ხოლო მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას გულისხმობდა, დაიწყო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

 

2018 წლის ივლისის დასაწყისში სიღნარის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მორიგი სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

 

სამოქმედო გეგმა მომზადდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის სობჭოს მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით. მასში გათვალისწინებულია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში ამ მიმართულებით, არსებობს თუ არა გამოწვევები და პრობლემები ამ პოლიტიკის რეალიზაციის კუთხით მუნიციპალიტეტში – ამა და სხვა კითხვებით ჩვენ მივმართეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ილია ხატიაშვილს.
 

თვლით თუ არა, რომ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველყოფა ქვეყანაში და კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი საკითხია? 

 


- დიახ, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველყოფა სიღნაღის მუნიციპალიტეტში  მნიშვნელოვანია. დემოკრატიულ პრინციპებს შორის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი პრირიტეტულია. ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, ქმნის გონივრულად დაგეგმილი ეკონომიკის საფუძველს, ზრდის პროდუქტულობას, ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითრებას და უზრუნველყოფს გენდერულ ბალანსს ინსტიტუციებში.

 

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისა და ამ პოლიტიკის ლოკალიზაციისთვის?

 

- გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია გენდერული ბიუჯეტის არსებობა, რაც გულისხმობს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი შესაბამისობაში იქნება გენდერული თანასწორობის პოლიტიკასთან და შესაბამისი პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები უზრუნველყოფს გენდერულ ასპექტში რესურსები სწორად განაწილებას და ამ მიმართულებით ანგარიშვალდებულების ზრდას.


-  დაწყებულია თუ არა მუშაობა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით და კერძოთ რა აქტივობებია განხორციელებული?

 

- სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერულ  საკითხებზე სისტემური  მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნილია გენდერული თანასწორობის ორი ინსტიტუციური მექანიზმი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრა საკრებულოს რეგლამენტით და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით. ასევე მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში - გენდერზე პასუხისმგებელი პირი მუნიციპალიტეტში. დამტკიცებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2018−2019 წლების სამოქმედო გეგმა.

 

-  სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტს დახმარება და მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში? დაგვიკონკრეტეთ რა მხარდაჭერა გჭირდებათ და ვისგან.

 

-  მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ეფექტიანი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანი ფლობდეს ცოდნას გენდერული თანასწორობის საკითხებისა და მიდგომების შესახებ, კარგად ესმოდეს ამ საკითხების მნიშვნელობა და შეეძლოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობა. ამისათვის არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხადაჭერით კარგი იქნება გაიმართოს  ტრენინგები და სემინარები  სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებისათვის.

 

-  რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის განხორციელების და  ლოკალიზაციის კუთხით?

 

- საზოგადოების მხრიდან საკითხის მნიშვნელობის არასათანადო აღქმა. არასაკმარისი ინფორმირებულობა, როგორც ზოგადად გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ, ისე მათი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
გეგმაში გაწერილი ღონისძიებების განხორციელებისათვის არსაკმარისი ფინანსური რესურსები.   

 

- დაგვიკონკრეტეთ მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების კუთხით.

 

- ჩვენი მოკლევადიანი გეგმა ითვალიწინებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ეფექტურ განხორციელებას. ასევე გეგმის განხორცილების პროცესში მეტი ფინანსური, ადამიანური რესურსის მობილიზებას, გენდერული საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ პირებთან/ჯგუფებთან თანამშრომლობის გაძლიერიერებას ინტენსიური შეხვედრების ორგანიზებით.
გრძელვადიანი გეგმა კი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

 

-  მოიყვანეთ პოზიტიური მაგალითები/მუნიციპალური პროგრამები,  რომელიც ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული კუთხით.

 

- სიღნაღის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი ფუნქციონირებს, დაწესებულებას 12 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. იგი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. თავშესაფრის ბაზაზე ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, იურიდიული და სამედიცინო მომსახურება თუ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ხორციელდება. თავშესაფარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან გენდერული კუთხით საინფორმაციო შეხვედრების საფუძველზე ცნობიერება ამაღლებულია, შედეგად მომართვიანობა გაიზარდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობასთან ერთად დაწყებულია მუშაობა 2019 წ გენდერულ ბიუჯეტზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესში განსაზღვრულია სოციალური დახმარების ქვეპროგრამები: მარჩენალდაკარგულისა  და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება; მრავალშვილიანი  ოჯახების   სოციალური   დახმარება; ოჯახებისა  და  ბავშვების  სოციალური  დაცვა.


სტატია მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker