Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალები უფრო კარგი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები!

Category: It`s interesting to know 
2018-09-04

ქალები უფრო კარგი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები. ამას მოწმობს დიდი ბრიტანეთის ავტომობილთა დაზღვევის კომპანიის კვლევა, რომელსაც საიტი Confused.com აქვეყნებს.

 

კვლევის თანახმად კაცები 4-ჯერ უფრო ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, ხოლო ერთ-ერთი სარისკო დარღვევის, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის მხრივ, განსხავება კიდევ უფრო დიდია - ხუთი ერთთან. დაუზღვეველი ავტომობილის მართვის მხრივ განსხვავება ბევრად ნაკლებია - ორი ერთთან.


კვლევის დროს გამოყენებული სტატისტიკური მონაცემების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები თითქმის ყველა მაჩვენებლის მხრივ ჯაბნიან კაცებს. ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დიდხანს სწავლობენ ავტომობილის მართვას, ვიდრე კაცები, მაგრამ შემდეგ ნაკლებად არღვევენ წესებს, ნაკლებად ხვდებიან ავარიებში და, შესაბამისად, მათზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობაც ნაკლებია.

 

კვლევის თანახმად, 2017 წელს ინგლისში და უელსში 585 000 მძღოლი მიეცა სამართალში გზებზე მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევის გამო და მათი 79% კაცია. სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წესებით აკრძალულია გენდერული ნიშნით კლიენტთა დაყოფა, ქალებს ავტოდაზღვევა 92 ფუნტი სტერლინგით ნაკლები უჯდებათ, ვიდრე კაცებს.

 

კვლევამ აჩვენა, რომ კაცები უფრო მიდრეკილები არიან მავნე ჩვევებისკენ, ვიდრე ქალები. მათი 23 % აღიარებს, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს არ rTavs მოხვევის მაჩვენებელს. ქალებში ასეთთა რაოდენობა 17%-ს შეადგენს.

 

შესაძლოა, სწორედ ქალების მიერ მოძრაობის წესების დაცვითაა განპირობებული, რომ მათ მგზავრობისას ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლაში უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე კაცებს.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker