Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმე სასამართლოში

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-08-10

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დასაქმების ადგილზე ქალის სავარაუდოდ სექსუალური შევიწროვების სარჩელი. მოსარჩელის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს. ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.

 

 

პირველად საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში, სექსუალურ შევიწროვების საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეს არა მხოლოდ სავარაუდო შევიწროვებელი, არამედ მასთან ერთად, თავად ის დაწესებულება წარმოადგენს, სადაც მსხვერპლი მუშაობდა.

 

“არსებული რეალობის მიხედვით დამსაქმებელი კომპანიები თავს არიდებენ სექსუალური შევიწროვების პრევენციისათვის ეფექტური პოლიტიკის დანერგვას, შიდა რეგულირების შემუშავებას, რომელსაც დასაქმებულთა დაცვის მიზნით გამოიყენებდა. დამსაქმებელი ერთგვარად უგულებელყოფს სამუშაო ადგილას თანამშრომლების სექსუალური შევიწროებისგან დაცვას.
 

იმ პირობებში, როცა სექსუალური შევიწროვების პრევენციისთვის  სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტური მექანიზმი და  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, სასამართლო წარმოადგენს ადგილს, სადაც სექსუალური შევიწროვებისგან მსხვერპლთა დასაცავად სწორედ მსოფლიოში აღიარებული  სტანდარტები უნდა დადგინდეს. მსხვერპლის დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელი ამგვარ მიზანს ემსახურება. 

 

სარჩელის წარმოებაში მიღება ამკვიდრებს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილას განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სავარაუდო შემვიწროვებელს, არამედ დაწესებულებასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო და ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის.

ტეგები: სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker