Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ედიშერ ჯობავა: ხობის მუნიციპალიტეტს აქვს მყარი პოლიტიკური ნება უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანი დანერგვა

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-08-09

საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება გამოცხადდა. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია იკავებს. პროცესის ეფექტური წარმართვისთვის კი მნიშვნელოვანია მმართველობის სხვადასხვა დონეზე შექმნილი გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ფუნქციონირება, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე-მუნიციპალიტეტებში.

 

2016 წლის კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელიც  საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირებას, ხოლო მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას გულისხმობდა, დაიწყო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა საქართველოს ყველა თვითმმართველობაში.

 

2017–18 წლებში გენდერული თანასწორობის საბჭოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა, შემუშავდა და უმეტეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებიც.  

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭო 2017 წლის 30 მაისის დადგენილებით შეიქმნა. საბჭო ამ ეტაპზე 7 წევრისგან შედგება და მას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხელმძღვანელობს.

 

2018 წლის ივლისში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მორიგი სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

 

 

სამოქმედო გეგმა მომზადდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის სობჭოს მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით და სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. მასში გათვალისწინებულია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში ამ მიმართულებით, არსებობს თუ არა გამოწვევები და პრობლემები ამ პოლიტიკის რეალიზაციის კუთხით მუნიციპალიტეტში– ამა და სხვა კითხვებით ჩვენ მივმართეთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას.

 

– თვლით თუ არა, რომ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველყოფა ქვეყანაში და კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი საკითხია? 

 

– გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, რადგან გენდერული უთანასწორობა არაერთი  პრობლემის განმაპირობებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა არსებული გამოწვევებისა თუ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

–  რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისა და ამ პოლიტიკის ლოკალიზაციისთვის?

 

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გააჩნია შემდგომ უკვე პრაქტიკული, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

 

– დაწყებულია თუ არა მუშაობა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით და კერძოდ რა აქტივობებია განხორციელებული?

 

– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რისი დასტურიც გახლავთ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება, ისე ინსტიტუციური მექანიზმების არსებობა (იგულისხმება გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოში და გენდერული მრჩევლის პოზიცია მერიაში).

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ხობის მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან უზრუნველყოფს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთათვის. პერიოდულად იმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები. მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

– სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტს დახმარება და მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში?

 

- მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტული, თემატური დახმარება, ისევე როგორც ჩართულობა და ინფორმირებულობა ცენტრალურ ხელისუფლებაში განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
მუნიციპალიტეტი ასევე საჭიროებს თემატურ გაძლიერებას და რეკომენდაციებს ადგილობრივ დონეზე განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

 

– რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის განხორციელების და  ლოკალიზაციის კუთხით?

 

მთავარ გამოწვევად ვთვლი თემატური ექსპერტიზის არარსებობას და მუნიციპალიტეტში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს.

 

– რა მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები  გააჩნია მუნიციპალიტეტს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების კუთხით.

 

– მოკლევადიან გეგმაში მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებში, ასევე გეგმავს შეუერთდეს  16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

 

გრძელვადიან გეგმაში, ეტაპობრივად  მუნიციპალიტეტი განახორციელებს ლოკალური გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

როგორც ზევით მოგახსენეთ მუნიციპალიტეტს  უკვე გაააჩნია სამოქმედო გეგმა , გვაქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა, აგრეთვე აქტიურად დავიწყეთ ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საინფორმაციო კამპანია, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სპეციფიკას, ეს კი უდაოდ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.
მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლის  საპასუხოდ  მუნიციპალიტეტს აქვს მყარი პოლიტიკური ნება უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანი დანერგვა.

 


სტატია მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker