Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტმა ქალი აბიტურიენტების გამოცდების შედეგები გააყალბა

Category: It`s interesting to know 
2018-08-02

როგორც იაპონური The Yomiuri Shimbun–ი წერს, უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში მოსახვედრი გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ჩარიცხულთა 30%-ზე მეტი ქალი იყო.

 

ჟურნალისტების გამოძიებიდან ირკვევა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები გამოცდების შედეგებს 2011 წლიდან აყალბებდნენ.  ინფორმაციამ იაპონიის მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელს დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

 

როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ, რომ ქალი სტუდენტების გამოცდების შედეგებს განზრახ გააყალბებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ქალების უმეტესობა სამედიცინო სფეროში მუშაობას აღარ აგრძელებს და ბავშვის გაჩენის შემდეგ პროფესიით მუშაობაზე უარს ამბობს.

 

სამედიცინო უნივერსიტეტში 2010 წელს სტუდენტების 40%-ი ქალი იყო. წელს ჩატარებული გამოცდების შედეგად კი უმაღლეს სასწავლებელში 171 მამაკაცი და 30 ქალი ჩაირიცხა.

 

აღნიშნული სკანადალი იაპონიაში აქტუალური გახდა, რადგან მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევის წინ, განაცხადა, რომ დასაქმებული ქალების რაოდენობის გაზრდისთვის ყველა ზომას მიმართავს.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker