Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა

კატეგორია: მოვლენები 
2018-08-02

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძე და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. გვე­ნე­ტა­ძე გა­დად­გო­მის მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ზღვარ­გა­რეთ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ასა­ხე­ლებს.


გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.
ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს:

1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის - ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.

4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.

5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.
აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

 

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას".

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker