Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მოსოს ქალების სამეფო: დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქატი

Category: It`s interesting to know 
2018-07-30

გადაცემა „ახალი კვირის“ ეთერში სიუჟეტი: „ქალების „სამეფო“, სადაც ქორწინება არ არსებობს“ გავიდა, რომელიც მიეძღვნა ჩინეთში არსებულ ერთ-ერთ უკანასკნელ მატრიარქატს დედამიწაზე.

 

ჩინეთში, ჰიმალაის მთებში, ლუგუხუს ტბის პირას გამორჩეული ტრადიციების მქონე მოსოს ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ერთ-ერთ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. 40 000-იან ეთნიკურ ჯგუფში მკვეთრად გამოხატული მატრიარქატია. მოსოს ტომის ქალები 16-საუკუნოვან ტრადიციებს დღემდე თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ და ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობის მოყვარე ჯგუფად ითვლება.

 

ცხოვრება ცივილიზაციისგან შორს, კონფლიქტების, ძალადობისა და განქორწინებების გარეშე - ეს ის რეალობაა, რომელიც მოსოს მოსახლეობას დანარჩენ სამყაროსგან განცალკევებულად წარმოაჩენს. დღეს ისინი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევენ, თუმცა მათი ტრადიციების შესახებ ლეგენდები და რეალობა ხშირად ერთმანეთში ირევა.

 

აქ ყველაზე მთავარი  ოჯახში დიდი ბებიაა. დიდი ბებია - სიციალური სტატუსია და მას წინამორბედი დიდი ბებია არჩევს შვილიშვილებიდან, ასაკისა და უნარჩვევების მიხედვით.

 

მოსოს ხალხში არ არსებობს წყვილების საერთო საკუთრება. ყველა თავისთვის ამუშავებს მიწას.  ქალები არიან გადაწყვეტილების მიმღებები და შვილების მეურვეები. ისინი ანაწილებენ ხარჯებს და მუშაობენ დამოუკიდებლად. სოფელში გოგონას დაბადება ნამდვილი დღესასწაულია.

 

რაც შეეხება ქალისა და კაცის თანაცხოვრებას, პარტნიორს ირჩევენ ქალები. ისინი ყოველთვის  ცალ-ცალკე ცხოვრობენ. კაცი ქალთან ღამით მიდის და თუ ქალი თანახმაა დილამდე შეუძლია დარჩენა. ამიტომ არსებობს ტერმინი ‘მოსიარულე ქორწინება’.  იმ შემთხვევაში თუ მათ შორის გრძნობა გაქრა, მშვიდობიანად შორდებიან ერთმანეთს და ქალს უკვე შეუძლია სხვა პარტნიორი აირჩიოს.

 

მატრიარქატი აისახება მათ ვერბალურ კომუნიკაციაშიც. მოსოს ხალხს საკუთარი ენა აქვს სადაც 'მამისა' და 'ქმრის' აღმნიშვნელი სიტყვები საერთოდ არ არის. კაცები ძირითადად მშენებლობაზე და წესრიგის დაცვაზე აგებენ პასუხს, ეხმარებიან ქალებს ბავშვების აღზრდაში.  

 

ჩინეთში მოსოს საზოგადოებას  ხშირად „ქალების სამეფოდ“ მოიხსენიებენ.

 

 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

Austria gets first woman chancellor after video scandal

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker