Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალ ზელანდიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ანაზღაურებად შვებულებას მისცემენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-07-26

ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას მისცემენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

 

დამსაქმებელი ვალდებული გახდა, ძალადობის მსხვერპლებს 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცეს, რათა მან მოძალადისგან თავის დაღწევა და პრობლემის მოგვარება შეძლოს.

 

კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი იან ლოუგი ამბობს, რომ „ეს არის მსხვერპლთა, დამსაქმებელთა და საზოგადოების გამარჯვებაა“.

 

ახალი ზელანდიის საკანონმდებლო ორგანომ კანონი 63 ხმით 57-ის წინააღმდეგ მიიღო. მას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა პარტიამ. მათი აზრით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს.

კანონი 2019 წლის 1 აპრილს ამოქმედდება.

 

ახალი ზელანდია განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ოჯახში ძალადობის კუთხით - პოლიციაში ყოველ ოთხ წუთში ერთხელ შემოდის ზარი ამის შესახებ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

პირველად ლიბანის ისტორიაში შს მინისტრი ქალი გახდა

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა მცხეთა–მთიანეთის და ქვემო–ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში

გენდერული სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker