Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თვითმფრინავში შვედი სტუდენტის პროტესტმა ავღანელი კაცის დეპორტაცია ჩაშალა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-07-26

შვედეთში, გეტებორგის აეროპორტში სტუდენტმა იმ თვითმფრინავს გაფრენის უფლება არ მისცა, რომლითაც ავღანელი კაცის დეპორტაცია იგეგმებოდა. 52 წლის კაცი შვედეთში თავშესაფარს ითხოვდა.

 

სტუდენტი 22 წლის ელინ ერსონია. მან პროტესტის ორიგინალურ გზას მიმართა. ახალგაზრდა აქტივისტი დაჯდომაზე უარს ამბობდა, სანამ მიგრანტს თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანდნენ. პილოტს კი, თვითმფრინავის აფრენის უფლება არ აქვს, სანამ ყველა მგზავრი თავის ადგილს არ დაიკავებს.

მან ფეისბუქზე პირდაპირი ეთერიც ჩართო. ვიდეოში ის ინგლისურად გადასცემდა ცნობებს თვითმფრინავში არსებულ ვითარებაზე. ვიდეოს უკვე 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.


22 წლის გოგოს პროტესტს უამრავი ადამიანი თვითმფრინავში უარყოფითად ხვდებოდა, რის გამოც სტუდენტს ემოციების შეკავება უჭირდა, თუმცა თავის შეხედულებას მაინც იცავდა.

"მე არ მინდა, რომ ამ კაცის სიცოცხლე ავღანეთში საფრთხის წინაშე იდგეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ თქვენს მოგზაურობაზე ღელავთ. მე არ დავჯდები, სანამ ამ კაცს თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანენ", - ამბობს ის ვიდეოში.

ელინს ბორტგამცილებელიც მოუწოდებდა, რომ ფეისბუქის პირდაპირი ეთერი გამოერთო, თუმცა გოგო მას წინააღმდეგობას უწევდა:

"მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რომ ამ კაცის სიცოცხლე გადავარჩინო. სანამ ვდგავარ, პილოტს აფრენის უფლება არ აქვს. მე მხოლოდ დეპორტაციის პროცესის შეჩერება მინდა და შემდეგ, თქვენს წესებს დავემორჩილები. მე რასაც ჩავდივარ, სრულიად ლეგალურია და კრიმინალურ ქმედებაში ვერ დამადანაშაულებთ".

ვიდეოში ჩანს, რომ გაბრაზებული მგზავრი ელინის მობილურის წართმევას ცდილობს. "რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ შენი ცხოვრების რამდენიმე წუთი? მას იქ სიკვდილი ელის და ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანებს ჯოჯოხეთში გზავნის", - პასუხობს გოგონა.

 

 

 

საბოლოოდ, ავღანელი კაცი თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს, რასაც მგზავრების აპლოდისმენტები მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მან ტერიტორია მარტომ დატოვა, თუმცა მისი დეპორტაციის ვადა გადაიწია და ახლა მას პოლიცია ეძებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker