Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - UNICEF-ის ანგარიში

კატეგორია: მოვლენები 
2018-07-24

გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს კვლევას: „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“, რომელშიც წარმოდგენილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობას ასახავს.

 

სიღარიბე, ოჯახში ძალადობა და მშობელთა მიგრაცია - ეს არის სამი  ძირითადი ფაქტორი, რომლებიც კვლევის მიხედვით, ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს.

 

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია. ქუჩაში ცხოვრების წესისა და ბავშვების მახასიათებლების მრავალფეროვნების მიუხედავად, მათ გარკვეული მსგავსი კანონზომიერებები ახასიათებთ.

 

საქართველოში ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების პოპულაცია შეიძლება ქვეკატეგორიებად დავყოთ:

1. უსახლკარო (ქუჩაში მცხოვრები) ბავშვები და მოზარდები;

2. ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მშობლების გარეშე არიან, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდიან;

3. ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვები;

4. უსახლკარო ოჯახების ბავშვები.

 

როგორც ნათქვამია კვლევაში, საქართველოში ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფში ყველაზე მეტად ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები და ქუჩის ბავშვთა ყველა ჯგუფში გვხვდებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. ზოგიერთ წრეში ფართოდ არის გავრცელებული ბოშების სტიგმატიზაცია. სტიგმა კიდევ უფრო დიდია აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ეს უკანასკნელნი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ.

 

კვლევის მიხედვით ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. ერთმანეთის დაცვის და დახმარების პროცესში ბავშვები სუბორდინაციულ სტრუქტურებს ქმნიან და დაქვემდებარებულ ბავშვებს „ფარად“ იყენებენ - დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. ხშირად ეს საქმიანობა ისეა ორგანიზებული, რომ დანაშაულს უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ხოლო უფროსი ბავშვები სადარაჯოზე დგანან და უმცროსებს მათთვის ნაძარცვი მოაქვთ.

 

 

როგორც კვლევაში არის აღნიშნული, ასეთი პრაქტიკა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება. შესაბამისად, უფროსი ბავშვები დანაშაულებრივი ქმედებებისთვის უმცროს ბავშვებს იყენებენ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით.

 

 

ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად.

 

კვლევის მიხედვით, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ,ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ.
ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა.
ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობითდა ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც.

 

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“- ვკითხულობთ კვლევაში.

 

 

კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, „ვორლდვიჟენთან“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“, „კარიტას საქართველოსთან“, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker