Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ

Category: Events 
2018-07-19

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.

 

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, თანასწორობის სფეროში არსებული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები აფერხებს.

 

"2017 წელს სახალხო დამცველის აპარატმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 164 ახალი საქმე განიხილა, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლგბტ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

 

სფერო, რომელშიც სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ყველაზე ხშირად აქვს ადგილი, წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობებია. ამასთან, გამოიკვეთა დისკრიმინაციული პრაქტიკა სოციალური სარგებლის მიღებისას", - განაცხდა სახალხო დამცველმა.

 

ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატებთან დევნილთა მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დევნილთა დიდი ნაწილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.

"2017 წელს 123 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა დევნილთა შემწეობაზე. აუცილებელია არსებული მოდელის შეცვლა და დევნილთა საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლა, რაც დააჩქარებს დევნილთა განსახლების პროცესს. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც 52 000-ზე მეტი დევნილი კვლავ სათანადო საცხოვრისის მოლოდინშია“, - განაცხადა ლომჯარიამ.


ლომჯარიას თქმით, საგანგაშოა საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა - 150 186 ბავშვი.

„ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, ხშირად კი სახელმწიფოს ზრუნვისა და ყურადღების მიღმა რჩება. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გამოიყვანეს”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker