Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალი– პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი: მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი გამარჯვებული ხორვატი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-07-18

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების პარალელურად სულ უფრო გაიზარდა ინტერესი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში ვერ გაიმარჯვა, დაჯილდოვების ცერემონიალზე ერთადერთი გამარჯვებული ხორვატი ნამდვილად იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

კადრები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ეროვნული ნაკრების მაისურში ჩაცმული, გულმხურვალედ ხვდება მატჩის მონაწილეებს და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, უკვე ისტორიაში შევიდა. ხორვატიის ანალიტიკურმა ცენტრმა " Mediatoolkit"–მა ხორვატიის პრეზიდენტი ფინალის მთავარ ვარსკვლავად აღიარა: მათი გათვლებით, ფინალისადმი მიძღვნილ მასალებში ის  25%–ით უფრო ხშირად იყო ნახსენები, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ამ დღეს გამოჩნდა მოედანზე.

 

 

პრეზიდენტი ცდილობდა ტურნირზე ისე მოქცეულიყო, როგორც უბრალო გულშემატკივარი და არა როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც სტატუსი ავალდებულებს მსგავს ღონისძიებებზე დასწრებას.

 

 

 

მისმა ურთიერთობამ ხორვატიის გუნდის მწვრთნელთან, ზლატკო დალიჩთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ხორვატული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. მის სამშობლოში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ეკონომკლასით იმგზავრა, მან არ ისარგებლა  VIP–ლოჟით და თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს რიგით გულშემატკივრებთან ერთად უქომაგა. თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ VIP-ლოჟაში დრეს-კოდის წესის დაცვა მოუწევდა. ის ყველასთან ერთად ტრიბუნაზე იჯდა  ნაკრების თითქმის ყველა მატჩზე, თუმცა ვერ დაესწრო ინგლისის გუნდთან ნახევარფინალს, რადგან ნატო-ს სამიტზე იმყოფებოდა.

 

 

50 წლის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 2008-2011 წლებში ხორვატიის ელჩი იყო აშშ-ში, 2011-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ხოლო 2015 წლის 11 იანვარს ხორვატიის პირველი ქალი– პრეზიდენტი გახდა და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა ოთხ არჩეულ ეროვნულ ლიდერთა შორის.

 

 

 

ხორვატიაში გრაბარ-კიტაროვიჩის გამარჯვება პოლიტიკური კრიზისის, დაბალი ამომრჩეველთა აქტივობისა და პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის ფონზე მოხდა.  ხორვატიაში წინა პლანზე ჭეშმარიტად ახალი სახე გამოჩნდა. 

 

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაფართოების დიდი მომხრეა, თუმცა არ თვლის თავს ფემინისტად. ის არის აბორტის ლეგალიზაციის მომხრე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არის კათოლიკური ქრისტიანობის ტრადიციული ფასეულობების ერთგული. მხარს უჭერს 2014 წელს შემოღებულ ლგბტ წყვილებისთვის "პარტნიორობის" რეგისტრაციის სამართლებრივ პრაქტიკას, თუმცა არ ეთანხმება ერთსქესიანთა ქორწინების იდეას.

 

ხორვატიის პრეზიდენტი ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს, ჯორჯ ვაშინგტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტების სტიპენდიანტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

კოლინდე გრაბარ-კიტაროვიჩმა, რომელიც მემარჯვენე ცენტრისტულ პარტია ხორვატიის დემოკრატიულ თანამეგობრობას წარმოადგენს, მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50.4% მოიპოვა. პრეზიდენტი მოსახლეობას უმუშევრობასთან, კორუფციასთან და ქვეყნიდან გაზრდილ მიგრაციასთან ბრძოლას დაჰპირდა და განაცხადა, რომ ხორვატიას ევროკავშირის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქცევს.

 

2017 წელს Forbes- მა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში შეიყვანა და ამ სიაში  მან 30-ე ადგილი დაიკავა.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker