Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს ფიზიკურად სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ

Category: Gender based violence 
2018-07-18

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ.

 

კვლევაში აღწერილია საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები სფეროების მიხედვით: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება და მედიასივრცე და  ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები. კვლევა, ასევე, მოიცავს სახელმწიფოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს.

 

ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც ბავშვის დაშინებაში, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკაში, აგრესიულ დამოკიდებულებასა და მისი ინტერესების იგნორირებაში გამოიხატება. ეს ქმედებები კი იმისა წინაპირობაა, რომ ბავშვს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაკარგოს დამოუკიდებლობა. 

 

რაც შეეხება ძალადობას სკოლებში, გამოკითხული ბავშვების 25% მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, ან მის მეგობარზე იძალადეს.

 

კვლევის ავტორები სავალალოდ მიიჩნევენ საზოგადოების დამოკიდებულებას ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი და მაგალითად მოჰყავთ გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აღზრდის ასეთი მეთოდი არაძალადობრივზე უფრო ეფექტიანია.


 

მედიასივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის თაობაზე კი გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ შემცირებულია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების ფაქტები, თუმცა ჯერ კიდევ გვხვდება არაპროფესიონალური გაშუქების არაერთი შემთხვევა. განსაკუთრებით ბევრ შეცდომას მედია სუიციდის ფაქტების გაშუქებისას უშვებს.

 

საია მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმების სრულყოფა და სახელმწიფოს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

 

• მოხდეს ყველა შესაბამისი კანონის პერიოდული რევიზია და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია

• ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრება,

• მშობელთა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა,

• სასწავლო პროგრამების გადახედვა და მანდატურის რგოლის გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით,

• პატრულების და უბნის ინსპექტორების გაძლიერება და მათი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ტრენინგების გაგრძელება.

• ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოში ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა და გაძლიერება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში გამოიკვეთა, საზოგადოების მინიმალური ჩართულობაა ბავშვთა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.

"დღეს არსებობს მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო რეაგირებს ბავშთა ძალადობის ფაქტზე. ძალადობისგან ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურა, ავალდებულებს ყველა პროფესიონალს შეატყობინოს სახელმწიფოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ. კვლევებმა აჩვენა, რომ პროფესიონალების დიდი ნაწილი არ აკეთებენ ამას, არ ატყობინებენ სახელმწიფოს ძალადობის შესახებ, რადგან თვლიან, რომ ეს  სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევაა. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში დისკუსია და დიალოგი გაიხსნას ამ თემაზე. დიალოგი შედგეს მშობლებთან, ბავშვებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა თემებთან" - ამბობს ქურციკიძე.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker