Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩინეთის პოლიციამ გაააქტიურა უიღურ–ქალების დევნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-07-18

ჩინეთის ხელისუფლება 11 მლნ მუსულმანი– უიღურის დევნას განაგრძობს. ხელისუფლების ბრძანებით მათ რამადანის დროს მარხვა ეკრძალებათ. ათასობით ადამიანი დაკავებულია ე.წ. "გადამზადების ცენტრებში" ან საიდუმლო "პოლიტიკურ ბანაკებში". დაკავებულთა უმრავლესობა ქალია, რომლებსაც საჯაროდ უჭრიან თავიანთ ტრადიციულ კაბებსა და ქვედაბოლოებს ქუჩაში.

 

 

 

 

 

 

 

სოციალურ ქსელებში, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფოტოები, თუ როგორ დევნის პოლიცია ქალ– უიღურებს, როდესაც ისინი ქუჩაში მიდიან, რათა მათ ტანსაცმელი დაუმოკლონ. უიღურების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელმა დილჰატ რაქსიტმა განაცხადა, რომ კამპანია ჩინეთის მთავრობის სისტემური მიდგომის ნაწილია, რომელიც მიმართულია უიღურების იდენტობის აღმოფხვრისკენ.

"საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას, რომ ჩინეთის მთავრობამ ამ გზით მოახდინოს ქალი– უიღურების დამცირება", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

 

 

ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა ბურკებზე და ტრადიციულ სამოსზე ქალი– უიღურებისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის გრძელი ნუსხის მხოლოდ ერთი მაგალითია.

 

პროვინცია სინცზიანის სამხრეთით მდებარე ყველა ქალაქი სავსეა ჩინეთის წითელი დროშებით და კომუნისტური პარტიის ლიდერთა პლაკატებით. შეიარაღებული პოლიციელები აკონტროლებენ ყველა ადგილს პროვინციაში და ეს არის აქ ცხოვრების ნაწილი.

 

რეგიონში, სადაც უიღურები ცხოვრობენ, სავარაუდოდ, დამონტაჟებულია 40 ათასი კამერა, რომელიც აკონტროლებს მოსახლეობის გადაადგილებას, ხოლო მეჩეთებში კამერები დამონტაჟებულია იმისათვის, რომ ადგილობრივმა იმამებმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ. ეთნიკურ უმცირესობას ასევე ევალებათ იძულებითი დნმ-ის ანალიზის და თითის ანაბეჭდების გაკეთება.

 

პროვინცია სინცზიანის მკვიდრი უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი და ცენტრალური აზიის ხალხთან მათ გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე ხანებთან, რომლებიც ჩინეთში ეთნიკურ უმრავლესობას შეადგენენ.

 

ჩინეთში სოფლად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას შეეძლო ერთზე მეტი ბავშვის ყოლა, ამიტომ უიღურ ოჯახების უმეტესობას სამი შვილი ჰყავს, თუმცა უმრავლესობას შეეძლო მხოლოდ ერთი ბავშვისთვის მიეცა განათლება.

 

უიღურები შეშფოთებულები არიან მიტოვებული ან უპატრონო ბავშვების მზარდი რაოდენობით. ერთ-ერთი მშობელის დაპატიმრების შემდეგ, მთავრობას გადაყავს ბავშვები ოჯახიდან თავშესაფარში. ბევრი უიღური ამბობს, რომ თავშესაფრები გადატვირთულია და ბავშვები იქ საშინელ პირობებში იმყოფებიან.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker