Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი: ქალი, რომელმაც მახინჯი სტერეოტიპი დაანგრია

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-07-09

სვანეთში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა და რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

 

პირველივე დღიდან სტიქიის ზონაში იმყოფება სოფელ ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი, რომლის ფოტოც Facebook-ზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ვიბლიანი, რომელიც ფოტოზე ადიდებული მდინარის ნაკადშია გადაღებული, ინტერნეტმომხმარებლებისგან უამრავ დადებით კომენტარს იღებს.

 

ფოტოს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან.

 

თამარ ჩუგოშვილი: "როგორ მინდა ახლა დავთაგო რამდენიმე დეპუტატი, ქალებს თვითმმართველობაში რა უნდათ სტიქია რომ მოხდეს რისი გამკეთებლები არიანო. ნეტა თვითონ სად არიან ახლა..."

 

არჩილ თალაკვაძე: "ხშირად მსმენია სვანი ქალების სიმამაცეზე, ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი კი ამ სიმამაცის ზუსტი გამოვლინებაა. მაშინ, როცა მესტიაში სტიქია მძვინვარებს, სოფლის გამგებელი სტიქიის ცენტრშია და ყველაფერს აკეთებს სხვების უსაფრთხოებისთვის. #მეტიქალიპოლიტიკაში".

 


 

 

 

 

 

ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა. ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები.
ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას.

 

გამომდინარე აქედან, საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა. სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. მიმართვის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო ჭუბერში გაგზავნის 50 მეტრიან პანელურ ხიდს და 18 ერთეულ სამხედრო საინჟინრო ტექნიკას.

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker