Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ავღანეთში, სამედიცინო დაწესებულებში აიკრძალება ქალწულობის ტესტირების ჩატარება

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-07-06

პირველად ქალწულობის შემოწმების შესახებ, რომელიც ქალთა ღირსების დამამცირებელ პრაკტიკას წარმოადგენს, მსოფლიომ Human Rights Watch–ის 2014 წლის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.

 

ავღანეთში "ქალწულობის ტესტები" გამოიყენება ქალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებში. ქალებს ბრალად ედებათ "მორალური დანაშაულების" ჩადენა, როგორიცაა სქესობრივი კავშირები ქორწინების გარეშე და სახლიდან გაქცევა.

 

 

შარშან, ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ პირობა დადო, რომ ეს პრაქტიკა დასრულდებოდა, თუმცა HRW- ის თანახმად, 2017 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში 42 ასეთი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული. ამავდროულად, ორგანიზაციის შეფასებით, ადგილობრივი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქალების 50%  და გოგონების 95% "მორალური დანაშაულისთვის" იხდის სასჯელს. სინამდვილეში, ისინი ადრეული ქორწინების ან გაუპატიურების თავიდან აცილების მცდელობისთვის არიან მსჯავდებულები.

 

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პირველ ეტაპზე მთავარია ამ ათასობით ქალის და გოგონას განთავისუფლება მოხდეს.

 

"ჩვენ არ ვიცით ტესტირების ჩატარების მერე რამდენი ქალი და გოგონა იყო მოკლული ან დასახიჩრებული ქორწინების შემდეგ, ქმრების და მათი ოჯახების მიერ. მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში ქალწულობის ტესტირების პროცედურის აკრძალვის დანერგვა ამ ფენომენის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე"

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker