Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოს მეექვსე CEDAW ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-07-05

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვა.

 

ანგარიშის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხრვის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში კონვენციით გათვალისწინებულ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ და მოიცავს საქართველოს მე-4 და მე-5 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშის წარდგენის შემდგომ პერიოდს.

 

შეგახსენებთ, რომ CEDAW კომიტეტმა რიგით 58- სესიაზე, რომელიც 2014 წლის 30 ივნისიდან 18 ივლისამდე ჟენევაში გაიმართა, განიხილა საქართველოს მეოთხე და მეხუთე გაერთიანებული პერიოდული ანგარიში და საქართველოს მთავრობას მთავარი პრობლემური სფეროები, რეკომენდაციები და დასკვნითი შეფასებები მიაწოდა.

 

ანგარიშში, ცალკე თავები ეთმობა კომიტეტის დასკვნითი შეფასებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ანგარიშის დარჩენილი ნაწილი შეიცავს კონვენციის მუხლებში განსაზღვრული უფლებების რეალიზების თაობაზე ინფორმაციას.

 

ანგარიშის პროექტი განხილულ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და წამყვანი კომიტეტების მიერ, რის შედეგადაც დოკუმენტში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, ასევე განხილულ იქნა სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები ანგარიშში შეძლებისდაგვარად არის ასახული.

 

ანგარიშის მომზადებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყების, აგრეთვე სასამართლოსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმამოდგენლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ გახსნეს.

 

პერიოდული ანგარიშის სამუშაო ვერსია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა ირინე ბართაიამ წარადგინა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო უწყებების ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 

კონვენცია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) არის გაეროს ასამბლეის მიერ 1979 წელს მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც  საქართველო 1994 წელს შეუერთდა.

 

 

ტეგები: CEDAW საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცე

პრობლემების იდენტიფიცირება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker